Thumbnail
  • რაფაელ ვარანი მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს
  • 28 წლის ფეხბურთელი რეალში 10 სეზონი თამაშობდა

საფრანგეთის ნაკრების მცველი რაფაელ ვარანი მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს. ინგლისურმა და ესპანურმა კლუბებმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.

როგორც მანჩესტერელთა განცხადებაშია აღნიშნული, რეალთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად, ვარანი სამედიცინო შემოწმების შემდეგ იუნაიტედთან კონტრაქტს გააფორმებს. 28 წლის ფრანგის სანაცვლოდ რეალმა 50 მილიონი ევრო მიიღო.

რაფაელ ვარანმა კარიერა სამშობლოში ლანსის რიგებში დაიწყო, 2011 წელს კი 18 წლის ასაკში მადრიდის რეალმა შეიძინა, რომლის მაისურით მან 10 წელიწადში 360 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. მან "სამეფო კლუბში" სამ-სამჯერ მოიგო ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და ევროპის სუპერთასი ერთხელ ესპანეთის თასი, ოთხ-ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

საფრანგეთის ნაკრებში ვარანს79 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები