Thumbnail
  • დონიელ მალენმა დორტმუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • 22 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 27 გოლი გაიტანა

დორტმუნდის ბორუსიამ პსვ ეინდჰოვენისა და ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელი დონიელ მალენი დაიმატა. გერმანულმა გუნდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

მალენმა "ყვითლებთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და "სიგნალ იდუნა პარკზე" 2026 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. გარიგების ფინანსური დეტალები ამ დროისთვის ოფიციალურად არ გახმაურებულა.

"დორტმუნდი ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული კლუბია, რომელიც ბუნდესლიგაში გამორჩეულია და ჩემპიონთა ლიგაზეც კარგ შედეგებს აჩვენებს. მოუთმენლად ველოდები მომენტს, როცა თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე გავალ და რა თქმა უნდა, ველოდები ფანებს, რომლებიც მთელს ევროპაში გამოირჩევიან", - თქვა მალენმა.

22 წლის დონიელ მალენი 2007-2015 წლებში აიაქსის აკადემიაში იყო, ხოლო 2015-2017 წლებში არსენალში. 2017 წელს ის პსვ ეინდჰოვენს შეუერთდა და 2018 წელს მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდა. მას შემდეგ ნიჭიერმა შემტევმა 116 შეხვედრაში 55 ჰოლი გაიტანა. ნიდერლანდების ნაკრებში კი 13 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები