Thumbnail

'175 მილიონი ერთ ადამიანში ძალიან ძვირია' - ჰაალანდი ჩელსის ინტერესზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ივლისის შუა რიცხვებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის ჩელსის მეპატრონე რომან აბრამოვიჩი დორტმუნდის ბორუსიადან ერლინგ ჰაალანდის ტრანსფერის განხორციელებას აპირებს და მზადაა, 20 წლის ნორვეგიელში 175 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

თუკი ერლინგ ჰაალანდთან დაკავშირებით ინგლისურ და გერმანულ კლუბებს შორის შეთანხმება ამ ფასად მართლაც შედგა, ეს ფეხბურთის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირფასი ტრანსფერი იქნება. ამ დრომდე რეკორდი 222 მილიონ ევროს სანაცვლოდ, ბარსელონიდან პარი სენ-ჟერნემში ნეიმარის გადასვლას ეკუთვნის. 

თავად თავდამსხმელი ამბობს, რომ ტრანსფერთან დაკავშირებით არაფერი იცის, ერთ ფეხბურთელში ამხელა ფასის გადახდა კი არასწორია. 

"ჩელსის ინტერესი? ჩემს აგენტს გუშინ ვესაუბრე, იქამდე კი ერთმანეთს ერთი თვე არ დავკაშირებივართ. შესაბამისად, ამის შესახებ თქვენგან უფრო მეტს გავიგებ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორებია, რადგან 175 მილიონი ევრო ერთი ადამიანისთვის მეტისმეტად დიდი თანხაა", - ამბობს ჰაალანდი. 

ნორვეგიელი გოლეადორით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული

ერლინგ ჰაალანდი დორტმუნდში ავსტრიული ზალცბურგიდან, 2020 წლის იანვარში გადავიდა და გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში ნორვეგიელმა დორმუნდის ღირსება ყველა ტურნირის 40 მატჩში დაიცვა, რომლებშიც 40 გოლითა და 12 საგოლე პასით გამოირჩა. ერლინგი დორტმუნდს გერმანიის თასის მოგებაში, ხოლო ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილის დაკავებაში დაეხმარა.

ამჟამად Transfermarkt ერლინგის საბაზრო ფასად 130 მილიონ ევროს ასახელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები