Thumbnail

‘ეს მედალი ჩემი ძაღლის დამსახურებაცაა’ - გერმანელი ნიჩბოსნის ამბავი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სიდერის ტასიადისმა ტოკიოს თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
  • ახლა უკვე მის ერთგულ მეგობარსაც ყველა იცნობს

გერმანელი ნიჩბოსანი სიდერის ტასიადისი ოლიმპიურ თამაშებზე ფავორიტის რანგში ჩავიდა და მართალია, კანოეში მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ მიღწეულით მაინც ბედნიერია.

“მედალი მედალია. ნებისმიერი სინჯის ოლიმპიური მედალი დიდი მიღწევაა და მეც ბედნიერი ვარ,” - განაცხადა 31 წლის ტასიადისმა ბრინჯაოს დაუფლების შემდეგ და იქვე დასძინა, რომ ეს წარმატება მისი ძაღლის, 10 წლის “მილუს” დამსახურებაცაა.

ბერნული ზენენჰუნდისა და ჰოვავარტის ნაჯვარი გერმანელი სპორტსმენის ყველა ვარჯიშს ესწრება, აუგსბურგში მუდამ თან დასდევს. მნიშვნელობა არა აქვს, როგორი ამინდი იქნება - “მილუ” მუდამ მის გვერდითაა. ყოველ დღე!

ბერნული ზენენჰუნდისა და ჰოვავარტის ნაჯვარი გერმანელი სპორტსმენის ყველა ვარჯიშს ესწრება

“ერთმანეთს დიდი ხანია, თვალდახუჭულები ვუგებთ. “მილუ” ჩემი საუკეთესო მეგობარია, მის გარეშე ცხოვრება კი არა, ვარჯიშიც ვერ წარმომიდგენია.” - ამბობს აუგსბურგელი ნიჩბოსანი.

“მილუ” თავის პატრონს ოლიმპიურ თამაშებზე, რა თქმა უნდა, ვერ გაჰყვა, მაგრამ მის ასპარეზობას ტელევიზორში ადევნა თვალი. ტასიადისზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ბენიამინ სავსეკმა (სლოვენია) და ლუკას როჰანმა (ჩეხეთი) აჩვენეს.

ტასიადისმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტასიადისი ოქროს მედლისთვის 2016 წლის ოლიმპიადაზეც იბრძოდა, მაგრამ მაშინ მეხუთე ადგილი დაიკავა, ახლა კი, ტოკიოში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 2012 წელს მას ლონდონში ვერცხლის მედალი აქვს აღებული. ასპარეზობას 2024 წლის პარიზის თამაშებზეც აპირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები