Thumbnail

28 ივლისს, MMA-ში GFC-ის (Georgian Fighting Championship) ორგანიზებით, მორიგი ორთაბრძოლები ჩატარდება, რომელშიც ქართველი მებრძოლების გარდა, უცხოელი სპორტსმენებიც იჩხუბებენ.

ევროპაბეთის და პოპსპორტის არხებზე თავდაპირველი განრიგის მიხედვით 10 ბრძოლა უნდა გვენახა, საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ ყაზბეგში მხოლოდ 8 დაპირისპირება შედგება.

კანადელი დანტე სამარელისა და დიმიტრი ბოლქვაძის ბრძოლა 2 დღის წინ გაუქმდა, რადგან ბოლქვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამწუხაროდ, ოქტაგონზე ვეღარ ვიხილავთ ოთარ თანზილოვსა და და მის რუს მეტოქეს, ბექხან კოძოევს - ამ უკანასკნელს პრობლემა საქართველოს საზღვარზე შეექმნა.

საბოლოოდ GFC 13-ზე 8 ბრძოლა გაიმართება, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ შეხვედრებს, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

👊 70.3 კგ: აჰმედ აჰრიევი (თურქეთი) VS გიორგი წამალიძე (საქართველო)

UNDER CARD-ზე გიორგი წამალაიძე (70,3 კგ) ჩხუბობს, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის ფინალი ნიკა აბრამიშვილთან დათმო. მისი მეტოქე  აჰმედ აჰრიევია. ის საქართველოში წაუგებელი სერიით ჩამოდის.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი წამალაიძეს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რომ ბრძოლა გამარჯვებით დაასრულოს. ის სხვა ვარიანტს არც განიხილავს, გიორგი ყაზბეგიდან არის და მშობლიურ კუთხეში წაგება ბუნებრივია არ სურს.

👊 65.8 კგ: დავით ხაჩატურიანი (სომხეთი) VS ლუკა გიორგაძე (საქართველო)

ლუკა გიორგაძე სომეხ დავით ხაჩატურიანს უპირისპირდება და საკუთარი წაუგებელი სერიის გაგრძელებას შეეცდება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და ქამრის მფლობელი UFC-ში მოხვედრისთვის იბრძვის და მისთვის თითოეული ბრძოლის მოგებას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

👊 48.5 კგ: აიბუკე იმანჩი (თურქეთი) VS სოფია ბაგიშვილი (საქართველო)

ყაზბეგში გოგონათა ერთი წყვილი იჩხუბებს. სოფია ბაგიშვილის მთავარი მიზანი ასევე UFC-ში მოხვედრაა. მისი მეტოქე თურქი აიბუკე იმანჩია, რომელსაც კარიერაში ერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული და მარცხი აქვს განცდილი. ბაგიშვილის მიზანი კარიერაში მესამე გამარჯვების მოპოვება და ოცნებისკენ სვლის გაგრძელება იქნება.

ცხადია, დარჩენილი 5 ბრძოლაც დიდ ინტერესს იწვევს, ყველა დაპირისპირებას თავისი ინტრიგა ახლავს. ბრძოლები 15:00-დან დაიწყება და ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე გადაიცემა.

კომენტარები

ბოლო ამბები