Thumbnail

ამბავი, რომელიც ყველას გაახარებს - ერიკსენი ოჯახთან ერთად გამოჩნდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ეს ამბავი მართლაც ყველას გაახარებს: ფოტოზე ხედავთ, რომ დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდა. 29 წლის შემტევი ნახევარმცველი კოპენჰაგენის ქუჩებში კვირას, მეუღლე საბრინა კვისტთან და შვილებთან ერთად გამოჩნდა - ზუსტად 43 დღის შემდეგ იმ დრამიდან, რაც ევროპის ჩემპიონატზე გადაიტანა.

გაგახსენებთ, რომ 12 ივნისს, დანიისა და ფინეთის ნაკრები გუნდების მატჩის დროს (0:1), ერიკსენს გული გაუჩერდა და ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს. ამ შოკისმომგვრელმა ამბავმა მატჩი შეწყვიტა, ფეხბურთელი კი კოპენჰაგენის კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით მას გულის იმპლანტირებული კარდიოვერტერული დეფიბრილატორი ჩაუდგეს, კლინიკიდან კი 18 ივნისს, 6 დღის შემდეგ გაწერეს.

ერიკსენს ფინეთთან 12 ივნისს ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა კრისტიან ერიკსენი კარიერის გაგრძელებას. როგორც იცით, ის წინა სეზონში მილანის ინტერში თამაშობდა, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ სერია A-ში კარიერის გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ დეფიბრილატორს ამოუღებენ, ეს კი თითქმის გამორიცხულია - ამ ეტაპზე მაინც.

თუმცა ყველაზე მთავარი ის არის, რომ ერიკსენი თავს კარგად გრძნობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები