Thumbnail

გერმანელი ტანმოვარჯიშეების ამბოხი გამომწვევი სპორტული ფორმის წინააღმდეგ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გერმანელმა ტანმოვარჯიშეებმა ჩაიცვეს ის, რისი ჩაცმაც სურდათ
  • მათ “ლეოტარდებით” ასპარეზობა აღარ სურთ

გერმანელი ქალი ტანმოვარჯიშეები ოლიმპიადაზე ასპარეზობისას ჩაცმულობის თვალსაზრისით ფაქტობრივად ამბოხს აწყობენ.

ათწლეულებია, ქალ ტანმოვარჯიშეებს თამაშებზე მოკლე სამოსი, ე.წ. “ლეოტარდები” აცვიათ. ახლა კი, გერმანელებმა გადაწყვიტეს, რომ ჩაიცვან ის, რაც მათ სურთ და ამას თავისი მიზეზები აქვს. მათ აღარ სურთ ასპარეზობისას იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება სხეულის ისეთი ნაწილი გამოუჩნდეთ, რაც გამოსაჩენი არ არის.

“როცა ამაზე თუნდაც ერთი მილიწამის განმავლობაში დაფიქრდები, შესაძლოა, ისე ვეღარ იასპარეზო, როგორც სხვა შემთხვევაში,” - აცხადებს საუკეთესო გერმანელი ტანმოვარჯიშე, 27 წლის ელიზაბეთს ზაიტცი, - ყველამ უნდა ჩაიცვას ის, რაც სურს და არა ის, რაც სავალდებულოა.”

საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანელებს ისეთი სამოსი ეცვათ, რომელიც მათ ფაქტობრივად მთელ სხეულს უფარავდა. ამ ამბავს ტანვარჯიშის სუპერვარსკვლავი სიმონ ბაილსიც გამოეხმაურა: “ვეთანხმები მათ გადაწყვეტილებას. ის უნდა ეცვათ, რაც სურთ.” 

ზაიტცის თქმით, ახალ ჩაცმულობას ყველა პოზიტიურად გამოეხმაურა: “ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ყველას მოეწონა. ბევრმა გვიჩვენა ცერა თითი.” 

ევროპის ჩემპიონატზე გერმანელი სპორტსმენების საქციელმა მოწონება სხვა ქვეყნების დელეგაციების მხრიდანაც დაიმსახურა. როგორც არაერთი სპორტსმენი ქალი აღნიშნავს, ტანვარჯიშში ხშირია სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შემთხვევები.

 

კომენტარები

ბოლო ამბები