Thumbnail

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელსაც ტოკიოს ოლიმპოადაზე მედლის მოპოვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა, გასულ პერიპეტიებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომავალში კიდევ უფრო მოტივირებული იბრძოლებს. პოსტს, რომელიც ბაზაძემ სოციალურ ქსელში განათავსა, უცვლელად გთავაზობთ:

“მე დავბრუნდები თქვე უნამუსოებო. პირველ რიგში უღრმესი მადლობა თითოეულ ქართველს ესეთი მხარდაჭერისთვის!!! თქვენ მე გამაძლიერეთ და მომეცით ძალა, რომ ყურები არ ჩამომეყარა და ამას არასდროს არ ვიზამ!!! მე ვარ ქართველი მებრძოლი და ჩვენ ბრძოლაში ვიგებთ. სულ უსამართლობა და დაბრკოლებები მქონდა კარიერაში და მე თამამად ვიტყვი, რომ ეს ოლიმპიური თამაშები მე მეკუთვნოდა და ეს ყველამ კარგად იცის და დაინახა. მიყვარხარ საქართველო, მიყვარხართ ქართველებო და მადლობა დიდი. l’ll be back very soon!!!”.

შეგახსენებთ, რომ ბაზაძემ ოლიმპიადის სტარტზე ზედიზედ ორ ეგვიპტელ სპორტმენს აჯობა, მეოთხედფინალში რეიტინგის პირველი ნომერი და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ოჰ სანგუკი დაამარცხა, მთავარი ამბები კი ნახევარფინალში გადახდა: ლეგენდარულ უნგრელ არონ სილაგისთან შეხვედრას ეგვიპტელი არბიტრი სჯიდა, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში ძალიან საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო. არაფერი იყო საეჭვო მაშინ, როცა ანგარიში 13:13 გახლდათ, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად სანდროს მოპოვებული ქულა სილაგის მიანიჭეს, რამაც ქართველი სპორტსმენი გატეხა. მან უნგრელთან 13:15 წააგო, ბრინჯაოს მედლისთვის კი სამხრეთკორეელ კიმ ჟუნგვანთან 11:15 დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები