Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ეთერ ლიპარტელიანმა რეპეშაჟში იასპარეზა. მისი მეტოქე პოლონელი იულია კოვალჩიკი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟამდე ანგოლელი დიასონემა მუკუნგუ და გერმანელი ტერეზა შტოლი იპონებით დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ფრანგ ლეონი სარა სისიკესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გააგრძელა.

რეპეშაჟის შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ეთერმა 4 წუთში ერთი შიდო მიიღო და რამდენჯერმე სცადა ილეთის შესრულება. ლიპარტელიანმა დამატებით დროში კიდევ ერთი შიდო მიიღო, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. ბრძოლის დაწყებიდან უკვე 7 წუთი იყო გასული, როცა ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქის ილეთი დაბლოკა, პოლონელი კარგად ჩაატრიალა და ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის უფლება მოიპოვა. მისი მეტოქე ნორა ჯაკოვასა და ცუკასა იოშიდას შორის დამარცხებული იქნება.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 25 ივლისს, ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა. დღეს კი, 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობს, რომელსაც ფინალში გასვლის შანსი აქვს.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები