Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ეთერ ლიპარტელიანი 1/4-ფინალში გავიდა! ქართველმა ძიუდოისტმა ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო და მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მერვედფინალში გერმანელ ტერეზა შტოლს იპონით მოუგო. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო და ძირითადი დროის დასრულებამდე 11 წამი რჩებოდა, როცა მეტოქე ბრწყინვალე გდებით დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ფრანგ ლეონი სარა სისიკეს დაუპირისპირდება.

მანამდე, ეთერმა ტოკიოს ოლიმპიადა 1/16-ფინალურ ეტაპზე გამარჯვებით დაიწყო და ანგოლელი დიასონემა მუკუნგუი ძალიან ადვილად, იპონით დაამარცხა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 25 ივლისს, ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა. დღეს კი, 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობს, რომელმაც პირველი გამარჯვება ფრანგი გილიომ ჩაინეს წინააღმდეგ იზეიმა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები