Thumbnail

პატრიკ კლუივერტის პასუხები! შოთისთან ერთად ალკმაარში და დინამო თბილისი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

პატრიკ სტეფან კლუივერტი 1976 წელს, ამსტერდამში დაიბადა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ წარმოშობით სურინამელი ახალგაზრდა ფეხბურთელი პროფესიულ კარიერაში განსაკუთრებულ სიმაღლეებს დაიპყრობდა. აიაქსის ლეგენდარული აკადემიის სკაუტების ყურადღების ცენტრში იგი ადრეულ ასაკში მოექცა. უკვე 7 წლიდან იგი ამსტერდამული კლუბის მთავარ ტალანტებთან ერთად ვარჯიშობდა.

ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლეტალური ფორვარდი ამსტერდამული კლუბის ოქროს თაობის ღირსეული წარმომადგენელია. აიაქსის გარდა, კარიერის საუკეთესო წლები კლუივერტმა მილანსა და ბარსელონაში გაატარა, ასევე იცავდა ნიუკასლის (ითამაშა დინამოს წინააღმდეგ), ვალენსიას, პსვ-ს და ლილის ღირსებას.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, კლუივერტი შოთა არველაძესთან ერთად, ლუი ვან გაალის ასისტენტის ფუნქციებს ალკმაარში ასრულებდა, ასისტენტად მან კიდევ რამდენიმე კლუბსა და ჰოლანდიის ნაკრებში იმუშავა, იყო პსჟ-ს სპორტული დირექტორი.

კომენტარები

ბოლო ამბები