Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) წარმატებული სტარტი აიღო და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ იაკუბ შამილოვს ვაზარით მოუგო!

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და დასაწყისშივე ორივე ძიუდოისტი გააფრთხილეს. ვაჟა გაცილებით აქტიური იყო და ძირითადი დროის დასრულებამდე 6 წამით ადრე შესანიშნავი გდებით მეტოქის ძლევა მოახერხა.

ქართველმა ძიუდოისტმა რუს მეტოქეს მეხუთედ აჯობა

საინტერესოა, რომ მარგველაშვილი შამილოვს კარიერაში მეხუთედ შეხვდა და მასთან 1 წაგებაც კი არ აქვს. ამგვარად, ქართველი 1/4-ფინალში გავიდა, სადაც ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის პირველ დღეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო დღეს ქალთა შორის, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) ასპარეზობას მეორე წრეში ფრანგ ამანდინ ბუშართან მარცხით გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვერ მოახერხა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები