Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმატებული სტარტი აიღო და ესპანელი რობერტო კარბალეს ბაენა 6:3, 6:2 დაამარცხა. 29 წლის ჩოგბურთელმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ოლიმპიურ თამაშებს კარგად მომზადებული შეხვდა.

"პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ ვთამაშობ ოლიმპიადაზე, რომელიც ჩემთვის მეორეა. ჩემს გუშინდელ მატჩს რაც შეეხება, ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ერთ-ერთი რთული კონდიციებია, სადაც აქამდე მითამაშია. ძალიან მაღალი ტენიანობა და ტემპერატურაა. ახლა იტალიელს ვხვდები, რომელთანაც ერთხელ მაქვს ნათამაშები და წავაგე, ამიტომ, ძალიან საინტერესო მატჩი იქნება. კარგ ფორმაში ვიმყოფები და მზად ვარ. იმედი მაქვს, რომ ამ ოლიმპიადაზე კარგად ვითამაშებ".

ნიკოლოს ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის 1/16-ფინალში 26 ივლისს, თბილისის დროით დილის 06:00 საათზე იტალიელ ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ წრეში მასპინძელი ტარო დანიელი უმძიმეს ბრძოლაში 4:6. 7:6, 7:6 დაამარცხა. სონეგო ATP-ის მსოფლიო რეიტინგში 26-ე ნომერია, ბასილაშვილი მას ერთხელ შეხვედრია, გასულ წელს რომის ტურნირზე იტალიელმა ქართველი ჩოგბურთელი ორ სეტში დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები