Thumbnail
  • ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა მხოლოდ ერთი ორთაბრძოლის მოგება მოახერხა
  • ქართველი ძიუდოისთვის წარუმატებელი ევროპის მოქმედ ჩემპიონთან შეხვედრა გამოდგა

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ.) ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა მალევე დაასრულა. 

საქვეყნოდ ცნობილი “ნიპონ ბუდოკანში” მიმდინარე ტურნირის პირველ რაუნდში ლევიცკა-შუკვანმა ჰაიტელ საბიანა ანესტორს იპონით აჯობა, თუმცა, ეს მაქსიმუმი აღმოჩნდა.

ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა პირველ წრეში ჰაიტელ მეტოქეს აჯობა

ქართველმა ძიუდოისტმა მომდევნო ორთაბრძოლა პირველი განთესვის მქონე ფრანგ ამანდინ ბუშართან ჩაატარა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან მარცხი განიცადა.

ფრანგი ტეტიანას ვაზარით უგებდა, როდესაც მორიგი ილეთი წამოიწყო და საქართველოს ნაკრების წევრს ფეხი ატკინა. ლევიცკა-შუკვანმა ტატამი მხოლოდ დამხმარეთა საშუალებით დატოვა, მის მეტოქეს კი იპონი დაუფიქსირდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგ ამანდინ ბუშართან ვერაფერი გააწყო

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ოლიმპიადაზე კიდევ ერთ ქართველ ქალ ძიუდოისტს ვიხილავთ. ეთერ ლიპარტელიანი საქმეში 26 ივლისს ჩაებმება, დღეს კი, მედლისთვის ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) იბრძოლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები