Thumbnail
  • ნინო სალუქვაძემ 53 სპორტსმენს შორის 31-ე შედეგი აჩვენა
  • ფინალში მხოლოდ 8 საუკეთესო ტყვიის მსროლელი გადიოდა

ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ზედიზედ მე-9 ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ამჯერად, მის გამოსვლას წარმატებულას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ასაკას სასროლეთზე 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტიდან სროლის კვალიფიკაციაში 53 სპორტსმენი ჩაერთო, სალუქვაძემ კი მხოლოდ 31-ე შედეგი აჩვენა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე სპორტსმენებს 6 სერია ჰქონდათ 10-10 გასროლით, სალუქვაძეს კი ასეთი მაჩვენებელი მოუგროვდა: 93, 92, 99, 95, 95, 93. ჯამური შედეგი – 567, ძალიან ცოტა აღმოჩნდა იმისთვის, რომ ნინოს წარმატებაზე ეფიქრა. ფინალში საუკეთესო 8 მსროლელი გავიდა, პირველი კი ჩინელი რანქსინ ჯიანგი (587) იყო, რომელმაც კვალიფიკაციისთვის ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა.

სალუქვაძის შედეგი ტოკიოს ოლიმპიადაზე

როგორც აღვნიშნეთ, სალუქვაძე მე-9 ოლიმპიადაზე გამოვიდა, რაც ქალებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ის ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედლის მფლობელია. ოქრო და ვერცხლი 1988 წელს სეულში საბჭოთა კავშირის ნაკრებში ასპარეზობისას მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალი უკვე 2008 წელს, პეკინში, საქართველოს სახელით დაისაკუთრა.

კომენტარები

ბოლო ამბები