Thumbnail

პირველი ქართველი ჰოკეისტი, რომელიც კანადაში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კანადურმა კლუბმა საქართველოს ნაკრების ჰოკეისტი დაიმატა
  • ერთწლიანი კონტრაქტი გახანგრძლივების პერსპექტივით
  • მანივაკის მუსტანგები კანადის ჰოკეის ახალგაზრდულ პრემიერლიგაში თამაშობს

კანადურმა კლუბმა საქართველოს ნაკრების ჰოკეისტთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მანივაკის მუსტანგებმა 18-წლის თემო ვედიაპინი დაიმატეს, რომელმაც საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონი მოიგო. ვედიაპინი თბილისში ემზადება და რამდენიმე კვირაში კანადაში გაემგზავრება.

კანადის ახალგაზრდული პრემიერლიგის ვებ-გვერდი: მანივაკის მუსტანგებმა 18 წლის თემო ვედიაპინი დაიმატა. ვედიაპინი საქართველოს ნაკრების წევრია. ის 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე იყო. თემოს სანაკრებო დონეზე დიდი გამოცდილება დაუგროვდა.

თემო ვედიაპინი: ორი კვირის წინ მომივიდა მოწვევა კანადიდან, მთავაზობდნენ კონტრაქტს და დავთანხმდი. როგორც მითხრეს, პირველად 2015 წელს შემამჩნიეს, ფინეთში გამართულ განვითარების თასზე. რამდენიმე კვირაში წასვლა მომიწევს. კლუბისთვის მთავარი პრიორიტეტი განათლებაა - ჰოკეისთან ერთად სწავლასაც გავაგრძელებ.

მანივაკის მუსტანგები კანადის ახალგაზრდული ჰოკეის ლიგის აღმოსავლეთ კონფერენციაში ასპარეზობს. 18-წლის ვედიაპინი პირველი ქართველი ჰოკეისტია, რომელიც კანადაში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები