Thumbnail

ოლიმპიადა | სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სანდრო ბაზაძე ოლიმპიადის ნახევარფინალში დამარცხდა
  • ქართველი მოფარიკავე ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს დაუპირისპირდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ხმლით ფარიკაობაში, სანდრო ბაზაძემ ნახევარფინალში იასპარეზა და უნგრელ მეტოქესთან 13:15 დამარცხდა, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

სანდრომ პირველ და მეორე შეხვედრებში ეგვიპტელ სპორტსმენებს აჯობა, რის შემდეგაც მეოთხედფინალში უმძიმესი ბრძოლა, რეიტინგის პირველ ნომერთან მოიგო. ბაზაძემ სამხრეთკორეელ ოჰ სანგუკის 15:13 სძლია და ნახევარფინალამდე ასე მივიდა, სადაც ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, უნგრელ არონ შილაგის შეხვდა.

შილაგის და ბაზაძის დუელი ძალიან დაძაბული გამოვიდა

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში 13:13 იყო, როცა მსაჯებმა შილაგის ქულა მიანიჭეს, რასაც ბაზაძის პროტესტი მოჰყვა. მსაჯის გადაწყვეტილებით, მე-14 ქულის დროს მეტოქემ ბაზაძის შეტევა მოიგერია და კონტრშეტევაზე ქულა აიღო. უნგრელმა შეხვედრა 15:13 მოიგო და ბაზაძე ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს.

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს ლუხუმ ჩხვიმიანი უმედლოდ დარჩა, ის სამხრეთკორეელ კიმთან რეპეშაჟში დამარცხდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/32 ფინალში მოიგო და 1/16 ფინალში იტალიელ ლორენცო სონეგოს შეხვდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები