Thumbnail

ოლიმპიადა | მესამე მოგება ბაენასთან - ბასილაშვილი ოლიმპიადის 1/16-ფინალშია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/32-ფინალში ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენას აჯობა. ბასილაშვილმა მეტოქე ორ სეტში სძლია - 6:3, 6:2.

ნიკოლოზის მომდევნო მეტოქე იტალიელი ლორენცო სონეგო იქნება, რომელმაც იაპონელ ტარო დანიელთან პირველი სეტი დათმო, მაგრამ მომდევნო ორი სეტი ტაიბრეიკზე მოიგო და 1/16 ფინალში გავიდა.

ნიკოლოზი პირველ სეტში ბრწყინვალე იყო. მან მეტოქის გეიმი 2-ჯერ მოიგო და 5:1-ზე საკუთარი მოწოდება პირველად დათმო, თუმცა სეტი გამარჯვებამდე მარტივად მიიყვანა - 6:3.

ბასილაშვილმა მეორე სეტში ესპანელის პირველივე მოწოდება მოიგო. მან 4:2-ზე ბაენას კიდევ ერთხელ აჯობა და შეხვედრა საბოლოო გამარჯებამდე მიიყვანა.

 

ქართველმა ჩოგბურთელმა ტოკიოში გამოსვლა დამაჯერებელი მოგებით დაიწყო

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები, რომელიც იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ერთი წლით გადავადდა, 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საქართველო თამაშებზე 35 სპორტსმენით, სპორტის 11 სახეობაში გამოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები