Thumbnail
  • რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
  • სტანისლავ ჩერჩესოვი ვალერი კარპინმა შეცვალა

რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვალერი კარპინი დანიშნა. 52 წლის ყოფილმა ნახევარმცველმა ამ თანამდებობაზე სტანისლავ ჩერჩესოვი შეცვალა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ფიასკოს გამო გაათავისუფლეს. კარპინი ბოლოს როსტოვის დამრიგებელი იყო - მის კონტრაქტს ვადა წლის ბოლომდე აქვს, ოღონდ, გახანგრძლივების ოპციით.

“ის თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო რუსი ფეხბურთელი იყო, - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ალეკსანდრ დიუკოვმა კარპინზე, - ჩვენი ნაკრები მისთვის ახალი გამოწვევაა.” კარპინმა მას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რუსეთის ნაკრების გაწვრთნა მისთვის დიდი პატივია.

ესტონეთში დაბადებული ვალერი კარპინი 1999 წელს რუსეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. თამაშობდა მოსკოვის სპარტაკში, ვალენსიაში, რეალ სოსიედადსა და ვიგოს სელტაში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები