Thumbnail
  • ⌚ 06:15 | 🏟 კოკუგიკანი | 🥊 სახილ ალახვერდოვი V იანუან ჰუ
  • ⌚ 06:35 | 🏟 ბუდოკანი | 🥋🏅 ეთერ ლიპარტელიანი V დიასონემა მუკუნგუი
  • ⌚ 07:30 | 🏟 არიაკე | 🎾 ნიკოლოზ ბასილაშვილი V ლორენცო სონეგო
  • ⌚ 08:00 | 🏟 ბუდოკანი | 🥋🏅 ლაშა შავდათუაშვილი V ბარბოზა/შაინი
  • ⌚ 13:51 | 🏟 კოკუგიკანი | | 🥊 გიორგი ხარაბაძე V ფანატ კახრამონოვი
  • ოლიმპიადა | პირველი და 33-ე მედალი საქართველოს [დღის შეჯამება]

ორშაბათს, 26 ივლისს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენებისთვის მე-3 საშეჯიბრო დღეა. ჩვენს ყურადღებას მიიპყრობს "ნიპონ ბუდოკანი" და "კოკუგიკანი", ეს ორი საყოველთაოდ ცნობილი არენა ძიუდოისტებისა და მოკრივეების ტურნირებს მასპინძლობს. 

ტატამიზე ორი ქართველი ძიუდოისტი გამოვა - ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ). ძალებს ცდიან მოკრივეები სახლი ალახვერდოვი (-52 კგ) და გიორგი ხარაბაძე (-75 კგ). არიაკეს საჩოგბურთო პარკში კი ისევ გამოვა ნიკოლოზ ბასილაშვილი...

ეთერ ლიპარტელიანი - აფრიკის ჩემპიონით იწყებს

ძიუდო. -57 კგ.

პირველ წრეში ეთერ ლიპარტელიანი პირველ ტატამიზე ანგოლელ დიასონემა მუკუნგუის შეხვდება. მართალია, მუკუნგუი 2020 წლის აფრიკის ჩემპიონია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი საუკეთესო შედეგი მე-17 ადგილია. ეთერი წლეულს ევროპის ჩემპიონატზე მე-5 ადგილზე გავიდა. ძიუდოს ტურნირი დილის 6 საათიდან იწყება, ლიპარტელიანის ორთაბრძოლა ტატამიზე რიგით მეხუთეა. ამ ორთაბრძოლის გამარჯვებული მე-2 წრეში გერმანელ ტერეზა შტოლს შეხვდება, რომელმაც წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა. 

ლაშა შავდათუაშვილი - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი?

ძიუდო. -73 კგ.

ლაშა შავდათუაშვილი რეიტინგის წყალობით, პირველი რაუნდისგან თავისუფალია. ის ედუარდო ბარბოზასა (ბრაზილია) და გილემ შაინს (საფრანგეთი) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მე-2 ტატამიზე ლაშას ბრძოლა რიგით მე-13-ეა.

სახილ ალახვერდოვი - გამოცდილი ჩინელის წინააღმდეგ

კრივი. -52 კგ.

სუმოს მექა "კოკუგიკანში" გრძელდება მოკრივეთა ტურნირი - ორშაბათს 1/16 ფინალიდან ბრძოლაში სახილ ალახვერდოვი ჩაერთვება, რომელიც 52 კილომდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს. სახილი პირველ რაუნდში ჩინელ იანუან ჰუს ხვდება რინგზე, რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანს. შეგახსენებთ, რომ ევროპულ თამაშებზე მინსკში სახილი მე-2 ადგილზე გავიდა.

გიორგი ხარაბაძე - პირველი მეტოქე უზბეკია

კრივი. -75 კგ.

ასპარეზობას იწყებს ქართული დელეგაციის მესამე მოკრივეც - გიორგი ხარაბაძე. ის "კოკუგიკანის" რინგზე 13:51-ზე გავა. ქუთაისელი მოკრივის მეტოქე უზბეკი ფანატ კახრამონოვია. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი - შურისძიება რომისთვის

ვაჟები. ერთეულები

საჩოგბურთო ტურნირი დილის 6 საათიდან იწყება. ნიკა 1/16 ფინალში იტალიელ ლორენცო სონეგოს შეხვდება. სონეგო მსოფლიოს 26-ე ჩოგანია. ისინი ერთმანეთს 2020 წელს შეხვდნენ, რომში სონეგომ 6:3, 6:1 მოიგო. ორშაბათს ქართველი და იტალიელი ჩოგბურთელების დაპირისპირება ნომერ მე-4 კორტზე არა უადრეს 07:30-ისა დაიწყება.

ნიკოლოზმა ტოკიოში პირველი ეტაპი იოლად გადალახა

ტოკიო 2020: 26 ივლისის მთავარი მოვლენები

ორშაბათს ოლიმპიური მედლები უკვე სპორტის 14 სახეობაში გათამაშდება. სულ 21 კომპლექტი გათამაშდება:

მშვილდოსნობა (კაცები გუნდური), მხატვრული ტანვარჯიში (კაცები გუნდური), კანოე სლალომი (ვაჟები), ველოსპორტი (კაცები ქროსქანთრი), წყალში ხტომა (10 მ. კაცები სინქრ.), ფარიკაობა (ქალები ხმალი, კაცები რაპირა), ძიუდო (ქალები 57 კგ, კაცები 73 კგ), სროლა (სასტენდო ქალები და კაცები), სკეიტბორდინგი (ქალები ქუჩა), ცურვა (ქალები 400 მ. თავ, ქალები 100 მ. ბატერფლაი, კაცები 100 მ. ბრასი, კაცები 4x100 მ. თავისუფალი), მაგიდის ჩოგბურთი (შერეული წყვილები), ტაეკვონდო (ქალები 67 კგ, კაცები 80 კგ), ტრიატლონი (კაცები ინდ.), ძალოსნობა (ქალები 55 კგ).

 

კომენტარები

ბოლო ამბები