Thumbnail

ახალი კონტრაქტი პოჩეტინოს - პარიზში არგენტინელს ნდობა გამოუცხადეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მაურისიო პოჩეტინო პსჟ-ში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება
  • პარიზულ გუნდში არგენტინელს ნდობა გამოუცხადეს

პარი სენ-ჟერმენმა მაურისიო პოჩეტინოს და მისი სტაფის წევრებს კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა. არგენტინელი პარიზულ გუნდში 2023 წლის ზაფხულამდე იმუშავებს, ძველი ხელშეკრულება კი 2022 წელს იწურებოდა.

"მე და ჩემი პერსონალი ბედნიერები ვართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კლუბის მხარდაჭერა და ნდობის გრძნობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივრებმა ჩვენით იამაყონ. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ერთად შევძლებთ ჩვენი მიზნების მიღწევას. 20 წლის წინ მე აქ კაპიტანი ვიყავი, დღეს კი ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, ეს ოცნების ახდენაა", - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ მაურისიო პოჩეტინომ პსჟ მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა და ორი ტიტული მოაგებინა - საფრანგეთის თასი და საფრანგეთის სუპერთასი. თუმცა, ვერ მოაგებინა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული, რომლისთვის ბრძოლაში ლილმა აჯობა, ხოლო ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალში, მანჩესტერ სიტისთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

პარიზულ გრანდამდე პოჩეტინო ესპანიოლის, საუთჰემპტონისა და ლონდონის ტოტენჰემის მწვრთნელად მუშაობდა. არგენტინელი პსჟ-ში 2000-2003 წლებში თამაშობდა და 95 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები