Thumbnail
  • 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს შანსი ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობაზე
  • კლასიკოსები ბუდაპეშტში შესანიშნავად ასპარეზობენ

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობა დაიწყო. საქართველოს ნაკრებს პირველივე საშეჯიბრო დღეს 3 მედალი უკვე გარანტირებული აქვს, რადგან 5 ქართველი მოჭიდავიდან 3 ფინალში გავიდა!

ოქროს მედლებისთვის ლუკა ჯავახაძე, ანრი ფუტკარაძე და აჩიკო ბოლქვაძე იბრძოლებენ, ბრინჯაოს მედლისთვის კი თამაზ ღლონტი გავა ხალიჩაზე.

ლუკა ჯავახაძემ (48 კგ) ასპარეზობა უკრაინელ არსენიი კუტილთან გამარჯვებით (5:1) დაიწყო, 1/4-ფინალში რუსი პაველ ბონდარი მძიმე ბრძოლაში 7:6 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ყაზახ იუსუფ აშრაპოვს ბოლო ქულის წყალობით (3:3) აჯობა და ფინალში თურქ სერვეტ ანგის გაეჯიბრება.

ლუკა ჯავახაძემ (48 კგ) ყაზახი აშრაპოვი შეხვედრის მიწურულს შესრულებული 2 ქულიანი გდებით დაამარცხა და მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალში გავიდა სადაც თურქ ანგის შეხვდება.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on პარასკევი, 23 ივლისი, 2021


ანრი ფუტაკარაძემ (65 კგ) ფინალამდე შვედი კარლ ედვინ ბაფი 7:0, აბდულა იშონხუჯაევი ასევე 7:0 და თურქი ნიჰათ კარა 5:4 დაამარცხა. ანრის მეტოქე ფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე იმედა ხუჯაძე იქნება.

ანრი ფუტკარაძე (65 კგ) 5-4 დამარცხა თურქი კარა და მსოფლიოს ჭაბუკთა პირველობის ფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე იმედა ხუჯაძეს შეხვდება.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on პარასკევი, 23 ივლისი, 2021


აჩიკო ბოლქვაძემ (80 კგ) საწყის ეტაპზე ბეიბიტ კორგანოვს იოლად აჯობა (9:0), მეოთხედფინალში რუმინელი პატრიკ იულიან გორდანის ბარიერი დაძლია (9:0), ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელი ჯოჯუ სამადოვი 8:0 გაანადგურა და ფინალამდე ქულა დაუკარგავად მივიდა, სადაც რუს კამალუდინ მაგომედოვს დაუპრისპირდება.

აჩიკო ბოლქვაძემ (80 კგ) აშკარა უპირატესობით 8-0 მოუგო აზერბაიჯანელ სამადოვს და ხვალ მსოფლიოს ჭაბუკთა პირველობის ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე მაგომედოვს დაეჭიდება.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on პარასკევი, 23 ივლისი, 2021


ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს თამაზ ღლონტი (55 კგ), რომელმაც უკრაინელი ერიკ შევჩენკო 7:1 და უზბეკი ნავზოდ ახმედოვი 2:0 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში რუს ვალერი მანგუტოვთან დაძაბულ ბრძოლაში 3:4 წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის მისი მეტოქე მოგვიანებით რეპეშაჟიდან გაირკვევა. ერთადერთი ქართველი მოჭიდავე, რომელმაც წარუმატებლად იჭიდავა დავით მგელაძეა (110 კგ), რომელიც პირველივე შეხვედრაში ირანელ ომიდ ხოდარჰამ პაიდართან 0:4 დამარცხდა.

24 ივლისს, ზემოხსნებული 4 მოჭიდავის გარდა, ასპარეზობაში კიდევ 5 ქართველი მოჭიდავე ჩაერთვება - ანრი ხოზრევანიძე (45 კგ), ბესო მახარაძე (51 კგ), რატი ხოზრევანიძე (60 კგ), თორნიკე მიქელაძე (71 კგ) და გორ აივაზიანი (92 კგ).

შეგახსენებთ, რომ მანამდე ჭაბუკთა შორის მსოფლიოს პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა. გიორგი გოგრიჭიანმა (65 კგ) ვერცხლის, ხოლო თორნიკე სამხარაძემ (80 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები