Thumbnail
  • ქართულმა ფრენჩაიზმა თოდუა, მოდებაძე, მათიაშვილი და ხმალაძეც აიყვანა
  • შავი ლომი რაგბი ევროპის ორგანიზებულ ევროპის სუპერთასში სექტემბრიდან ჩაებმება

პირველმა ქართულმა პროფესიულმა ფრენჩაიზმა “შავი ლომი”, რომელიც სექტემბრიდან ახალ საკლუბო ტურნირში (რაგბი ევროპის სუპერთასი) ჩაერთვება, გარემარბები და ფულბექები წარადგინა და ამით, შემადგენლობის დაკომპლექტება დაასრულა. ახალ სახეებს შორის ძირითადად საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეები არიან და უკვე ცხადია, რომ ამ პოზიციებზე გუნდს პრობლემები ნაკლებად ექნება.

აკაკი ტაბუცაძეს, სანდრო თოდუას, მირიან მოდებაძეს, სოსო მათიაშვილსა და ლაშა ხმალაძეს “ბორჯღალოსნების” მაისურით არაერთი მატჩი აქვთ ჩატარებული და რაგბის ქართველი ქომაგი სანდრო სვანიძისა და ოთარ ლაშხის თამაშსაც კარგად უნდა იცნობდეს.

პირველი ხაზი: მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკა ხატიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, გიორგი ხუროშვილი, თენგიზ ზამთარაძე, დავით ლაზვიაშვილი, გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია.

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, დავით გიგაური.

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია.

ღერძი: თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი.

შუამარბები: მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, ლაშა ლომიძე, გურამ ქანდაურაშვილი.

გარემარბები და ფულბექები: აკაკი ტაბუცაძე, სანდრო სვანიძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი, მირიან მოდებაძე, სოსო მათიაშვილი, ლაშა ხმალაძე.

მეექვსე შვიდი ⚫️🦁🏉 #გარემარბები და #თხუთმეტი #Backthree

Posted by შავი ლომი . Black Lion on Friday, July 23, 2021


შეგახსენებთ, რომ ახალ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ევროპული კლუბები, ასევე – ფრენჩაიზები. პირველი სუპერთასისთვის რვა გუნდი იბრძოლებს – თითო საქართველოდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან და ისრაელიდან, ორი რუსეთიდან. საწყის ეტაპზე მონაწილე გუნდები რეგიონალური პრინციპით ორ კონფერენციად დაიყოფიან.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ითამაშებენ: შავი ლომი (საქართველო), ენისეი (რუსეთი), ლოკომოტივი პენზა (რუსეთი), თელავივ ჰითი (ისრაელი). დასავლეთ კონფერენციაში მოხვდნენ: ბრიუსელს დევილზი (ბელგია), დელტა (ნიდერლანდები), ლუსიტანოს XV (პორტუგალია), იბერიანზი (ესპანეთი).

ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპი სექტემბერში დაიწყება. გუნდები შინ და გარეთ ექვს ტურს ითამაშებენ – ორ-ორს სექტემბერში, ოქტომბერში და დეკემბერში. თითოეული კონფერენციის ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გავა და პირველადგილოსნები მეორეებს აპრილში ეთამაშებიან, ფინალი კი მაისში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები