Thumbnail

ოლიმპიადა | რუსულმა არხმა აღლუმზე უკრაინელთა გამოსვლა არ აჩვენა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსულმა 'პირველმა არხმა' ოლიმპიადის ტრანსლაცია რეკლამით შეწყვიტა 
  • არხმა ეს სწორედ იმ დროს გააკეთა, როდესაც აღლუმზე უკრიანა გამოდიოდა  

რუსეთის "პირველმა არხმა" ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიალის ტრანსლირებისას, უკრაინის დელეგაციის გამოსვლა არ აჩვენა.

სწორედ იმ დროს, როდესაც აღლუმზე უკრაინელი სპორტსმენები უნდა გამოსულიყვნენ, რუსულმა ტელეარხმა ტრანსლირება შეწყვიტა და რეკლამა გაუშვა. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, რისი მიზეზიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ანექსია და ამ ქვეყნის აღმოსავლეთი რეგიონებში სეპარატიზმის მხარაჭერაა.  

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები, რომელიც იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ერთი წლით გადავადდა, 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საქართველო თამაშებზე 35 სპორტსმენით, სპორტის 11 სახეობაში გამოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები