Thumbnail

ფუტსალის ლიგა: ტატიშვილმა რეგულარული ჩემპიონატი მოიგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტატიშვილი 7:2 ბსუ
  • კოლხი 15:6 მართვე
  • თბილისი 5:3 აფხაზეთი
  • აგორა 2:2 თელასი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის მე-20 ტურის შეხვედრები გაიმართა. ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ტატიშვილი ბსუ-ს დაუპირისპირდა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, 7:2 სძლია მეტოქეს.

ამ გამარჯვებით, ტატიშვილმა რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი გაინაღდა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ძაბირიძემ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“რეგულარული ჩემპიონატი რთული გამოვიდა, რადგან 4-5 ერთი დონის გუნდი ასპარეზობდა. სასიხარულოა, რომ რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დავასრულეთ, თუმცა მთავარი წინ არის. მოვემზადებით პლეი ოფისთვის და ვეცდებით დასახულ მიზანს მივაღწიოთ”

კოლხი მართვეს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 15:6 სძლია მეტოქეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ამირან ცხომარიაა, რომელმაც 5 გოლით გამოიჩინა თავი.

დაძაბული და უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა თბილისსა და აფხაზეთს შორის. დედაქალაქელებმა 5:3 გაიმარჯვეს.

ტური ცენტრალური შეხვედრით დასრულდა, რომელშიც აგორა და თელასი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დიდი ალბათობით, სწორედ ამ მატჩს უნდა გაეცა პასუხი, თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები ნახევარფინალში…

მატჩი ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა - პირველი ნახევარი თელასის უპირატესიბით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. თუმცა, მეორე ტაიმში აგორამ გარდატეხა შეიტანა თამაშში და საბოლოოდ ფრე, 2:2 დაფიქსირდა.

უკვე გარკვეულია იმ 4 გუნდის ვინაობა, რომლებიც პლეი ოფში იასპარეზებენ: ნახევარფინალურ წყვილებს ტატიშვილი, კოლხი, აგორა და თელასი დააკომპლექტებენ

კომენტარები

ბოლო ამბები