Thumbnail
  • ამ სეზონში პირველად ტურში ერთდროულად ორივე ქართველმა გაიტანა.
  • ვახტანგ ჭანტურიშვილის გოლმა ლიდერ ტრნავა 3 ქულა მოუტანა.
  • გიორგი ბერიძე ტრენჩინს გოლითა და საგოლე პასით შეეშველა.

9 დეკემბერს სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში მე-19 ტურის ორი ჩვენთვის საინტერესო მატჩი გაიმართა.
ერთპიროვნულმა ლიდერმა ტრნავას სპარტაკმა პრეშოვს უმასპინძლა და 1:0 მოუგო.

უკვე მატჩის მე-2 წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა საოცარი ტრაექტორიით გაიტანა გამარჯების გოლი. ეს 24 წლის ქართველის მე-4 გოლია ჩემპიონატში.

გიორგი ბერიძემ 3 თვის მერე პირველად გაიტანა

ამავე ტურში გიორგი ბერიძის ტრენჩინმა მეორეადგილოსანი ჟილინა 5:2 დაამარცხა. ქართველმა განსაკუთრებით კარგად მეორე ტაიმში ითამაშა, როცა გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

20 წლის ბერიძემ სლოვაკეთის ჩემპიონატში უკვე 5 გოლი გაიტანა. მან გოლის გატანა სამთვიანი პაუზის მერე შეძლო. ტრენჩინი მე-6 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები