Thumbnail

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრების წინსვლა განახლებულ რეიტინგში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
  • საქართველომ ერთი პოზიციით წინ გადაინაცვლა

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ერთი პოზიციით წინ წაიწია. ქართველი ჰოკეისტები მსოფლიოს რეიტინგში მე-40 ადგილს იკავებს. ჩვენი ნაკრების წინსვლა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის მოგებამ განაპირობა. საქართველოს რეიტინგში 990 ქულა აქვს. საქართველო უახლოეს მდევარს ჩრდილოეთ კორეას 65 ქულით უსწრებს, 39-ე ადგილზე მყოფ ახალ ზელანდიას კი 40 ქულით ჩამორჩება.

რეიტინგში პირველ ადგილზე კანადის ნაკრებია. მეორე ადგილზეა შვედეთის ნაკრები, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

მსოფლიო რეიტინგის პირველი ხუთეული

1. კანადა - 3990
2. შვედეთი - 3945
3. რუსეთი - 3930
4. აშშ - 3765
5. ფინეთი - 3765

კომენტარები

ბოლო ამბები