Thumbnail

'ზოგიერთი ნაძირალა 20 ლარის გამო იგინება' - რა თქვა კახა ცხადაძემ მატჩის შემდეგ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

"დინამო არენაზე" უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ჩემპიონმა დინამო თბილისმა ისრაელის მაკაბი ჰაიფას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. საპასუხო მატჩი ჰაიფას "სამი ოფერზე" 29 ივლისს გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კახა ცხადაძემ თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ დინამომ გუნდურად უკეთ ითამაშა.

კახა ცხადაძე (დინამო თბილისის მწვრთნელი)

...გაშვებულ ბურთებზე: "სამწუხაროა, რომ ასეთ გოლებს ვუშვებთ. როდესაც მაღალი მიზნები ისახება, გუნდი უკეთ უნდა იყოს მომზადებული. ყველამ ვნახეთ ორივე გუნდი და მათი შესაძლებლობები. ასეთ მატჩებში ყოველთვის საჭიროა უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლებიც ინდივიდუალურად უკეთ უნდა გამოიყურებოდნენ."

...მარუშიჩის მომენტზე: "ადამიანს საკუთარი თავის უნდა სჯეროდეს. ფსიქოლოგიურადაც მზად უნდა იყო ასეთ მომენტში, რომ გოლის გატანა შეძლო. მარტივი და უხეში შეცდომები არ უნდა დავუშვათ."

...ფანების საქციელზე: "ზოგიერთი ნაძირალა 20 ლარის გამო იგინება. ასეთები საქართველოში არ უნდა ცხოვრობდნენ. ობიექტური ხომ უნდა იყო?!"

...რომელმა გუნდმა ითამაშა უკეთ: "ვერ ვიტყვი, რომ მაკაბიმ გუნდურ თამაშში გვაჯობა. გარდა რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელისა, მათ დიდად ვერაფრით გვაჯობეს."

...გუნდურ ფეხბურთზე: "ჩვენ ცივსისხლიანობაც გვჭირდება, რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. დილიდან საღამომდე ვმუშაობ, ვფიქრობ, რომ გუნდური თამაშის მხრივ დიდი ნაბიჯი გადავდგით და რატომ უნდა ვაგინებინო ვინმეს თავი. ამ გუნდში სუფთა გულით მოვედი. ჩვენ დინამო თბილისის დახმარება გვინდა. ამისთვის დიდი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და კონკრეტულ თემებზე აქტიურად ვიმუშაოთ. მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და ახლა დინამო თბილისის წინსვლა მინდა. ეს ემოციები იყო და ბოდიში კიდევ ერთხელ ქომაგს. ყველა ნამდვილ ქომაგს დიდი მადლობა."

კომენტარები

ბოლო ამბები