Thumbnail

გია გეგუჩაძე: შანსი არ დაგვიკარგავს, ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი

უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმმა ბორისოვოს ბატე-ს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მწვრთნელი)

...შანსებზე და თამაშზე: "იმავე აზრზე ვარ: ვფიქრობ, შანსი არ დაგვიკარგავს. ისიც ვთქვი, რომ ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებით. რატომღაც მიიჩნევა, რომ ბატე არ არის ძლიერი. არადა, სინამდვილეში, ძალიან კარგი გუნდია და ამას ნუ დავუკარგავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გუნდი ძალიან გამოცდილია. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. შანსი, რა თქმა უნდა, გვაქვს და უნდა შევაცდოთ, რომ გამოვიყენოთ. ამ ერთ კვირაში გამოცდილებას ვერ შევიძენთ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი, რაც დღეს, მე ვფიქრობ, კარგად არ გამოგვივიდა. თავისთავად ცხადია, რომ ეს მოწინააღმდეგის დამსახურებაც არის.

ინიციატივას ასე თუ ისე ვფლობდით, ვცდილობდით რაღაცის შექმნას. ისინი ძალიან მარტივ ფეხბურთს თამაშობდნენ. ენეგრიაც დავხარჯეთ და დიდი ძალები შევალიეთ. ბოლოსკენ დაღლილობა დაგვეტყო, თუმცა ერთი რამეც არის: ბელარუსშიც მიმდინარეობს ჩემპიონატი და ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბატე ფიზიკურად კარგ ფორმაშია."

...მსაჯობაზე: "იყო თუ არა პირველი ტაიმის ბოლოს პენალტი? არ ვიცი, ახლა არ მინდა ვთქვათ, იყო თუ არ არ იყო თერთმეტმეტრიანი."

...საპასუხო მატჩზე: "ჩვენი ფეხბურთელებისგან უკეთეს თამაშს ველოდები. უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და დამიჯერეთ, ეს მათთვის სიურპრიზი იქნება. სხვა სიურპრიზი მე არ ვიცი... ჩვენ გვყავს მზარდი გუნდი - ეს ერთია. მეორე: ჩვენ ამ თამაშებში გარკვეულ გამოცდილებას ვიძენთ და ვიზრდებით. ასეთი მატჩები ხშირად არ გვაქვს და ეს არის ძალიან კარგი მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. წინასწარ არ ვგეგმავთ რაღაც განსაკუთრებულს, ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება შორს გავიდეთ."

შეგახსნებეთ, რომ დინამო ბათუმსა და ბატე-ს შორის მეორე შეხვედრა ბელარუსში 29 ივლისს გაიმართება. გია გეგუჩაძის გუნდი ბატე-ს დამარცხების შემთხვევაში, მესამე ეტაპზე პეტროკუბსა (მოლდოვა) და სივასპორს (თურქეთი) შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები