Thumbnail
  • ლაშა ტალახაძე წვრთნის დროსაც შთამბეჭდავ წონებს აფიქსირებს
  • ქართველმა ძალოსანმა ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა

27 წლის ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+109 კგ.) სხვა ქართველ სპორტსმენებთან ერთად ტოკიოში იმყოფება და მოახლოებული ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება.

ტალახაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, სადაც მისი ვარჯიშია ასახული. ლაშასგან რაღა უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა, მისი წვრთნა მაინც გაგაოცებთ: ლაშა 315 კგ-ს არის შეჭიდებული და მას ზედიზედ 3-ჯერ სწევს.

შეგახსენებთ, რომ ტალახაძე ოლიმპიადაზე მხოლოდ მეორედ იასპარეზებს, გასული 2016 წლის რიოს თამაშები კი მისთვის ტრიუმფალური გამოდგა. მძიმე წონით კატეგორიაში ლაშას ბადალი არ ჰყავდა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ტალახაძისგან ჩემპიონობას ველით ტოკიოშიც.

ოლიმპიადის ძალოსნობის ტურნირი საერთაშორისო ფორუმის დარბაზში გაიმართება. შეჯიბრება 24 ივლისს დაიწყება, 29-30-ში შესვენებაა და შემდეგ ისევ გაგრძელდება. ტალახაძე ფიცარნაგზე 4 აგვისტოს გავა, მის გარდა კი, ტოკიოში კიდევ 3 ქართველი ძალოსანი გამოვა: შოთა მიშველიძე (61 კგ.), გოგა ჩხეიძე (67 კგ.) და ანტონ პლესნოი (96 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები