Thumbnail

'უნივერსალური შეტევაში' - მამუკელაშვილის რეკორდული შედეგი დრაფტის რეიტინგში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

NBA.com-ის ექსპერტმა ერიკ ფოუქეთმა მოახლოებული დრაფტის წინ რეიტინგი შეადგინა და იქ ქართველ კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილს 42-ე ადგილი მიაკუთვნა (ეს არჩევანი ზაზა ფაჩულიას ყოფილ კლუბ დეტროიტ პისტონსს ეკუთვნის). ეს, დიდი ნახტომია სეტონ ჰოლის ყოფილი ლიდერისთვის, რომელიც მცირე ხნის წინ, სადრაფტო სიაშიც კი ყოველთვის ვერ ხვდებოდა, ახლა კი, ფაქტობრივად, უკვე ყველა ცნობილი ვებ-გვერდის ჩამონათვალში ფიგურირებს.

“თანამედროვე ცენტრი, რომელიც კარგად ახამებს ფიზიკურ შესაძლებლობებსა და სწრაფ ფეხებს, ეს კი, მას საშუალებას აძლევს სარგებლიანი იყოს პიკ ენ როლისას. ის უნივერსალურია შეტევაში და იოლად ახერხებს მეტოქის დაცვითი ზღუდეების დაძლევას”, - ვკითხულობთ NBA-ს ვებ-გვერდზე მამუკელაშვილზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დრაფტი The Athletic-მაც განახლდა და სანდრომ იქაც დიდი წინსვლა განიცადა. თუკი ჯერ კიდევ ათიოდ დღის, ქართველი ლეგიონერი მხოლოდ 70-ე ადგილზე გახლდათ, ამჯერად, მას 49-ე პოზიცია მიაკუთვნეს. მოახლოებულ დრაფტს 29 ივლისს ბრუკლინის “ბარკლაი სენთერი” უმასპინძლებს და ლიგა 60 ახალ კალათბურთელს აირჩევს. კანდიდადთა შორის, მამუკელაშვილის გარდა, კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელია – ყოფილი ილიონოისელი გიორგი ბეჟანიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები