Thumbnail

'კარგი გადაწყვეტილება მივიღე' - დავითაშვილი არსენალში ტრანსფერზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ზურიკო დავითაშვილის პირველი კომენტარი ტულის არსენალის ფეხბურთელის რანგში
  • 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ოპტიმისტურადაა განწყობილი

ქართველმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ტულის არსენალში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. 20 წლის ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება.

"არსენალი კარგი გუნდია, ვნახე თამაშები და მომეწონა. ახლა მთავარია, რომ ვითამაშო. ვფიქრობ, რომ არსენალში გადასვლა ჩემთვის კარგი გადაწყვეტილებაა. ვიცნობ დანილ სტეპანოვს, ერთად ვთამაშობდით რუბინსა და როტორში. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს - ისევე, როგორც ევგენი მარკოვითან, რომელიც რუბინში 6 თვე ჩემი თანაგუნდელი იყო. სამწუხაროა, რომ გია გრიგალავამ გუნდი დატოვა. როდესაც ტულაში ვითამაშე, ატმოსფერო ძალიან მომეწონა. გულშემატკივრებს ფეხბურთი უყვართ, ისინი გუნდს ყოველთვის მხარს უჭერენ, - განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა: "მე და ხვიჩა ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ეს უკვე ბევრჯერ ვთქვი. დარჩება თუ არა რუბინში, ამაზე არის კითხვები, მაგრამ ახლა რუბინშია. ჩვენ ორ კვირაში გვიწევს ყაზანელებთან შეხვედრა და თუ კვარაცხელიაც მოედანზე იქნება, ვფიქრობ, კარგი თამაში გამოვა".

დავითაშვილისთვის არსენალი მე-3 რუსული გუნდია

ზურიკო დავითაშვილი დინამო თბილისის აღზრდილია. შემტევი ნახევარმცველი რუსეთის პრემიერლიგაში 2019 წელს გადაბარგდა და კონტრაქტი ყაზანის რუბინთან გააფორმა. ზურიკომ რუბინის მაისურით ჩატარებულ 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა, გასული სეზონი კი იჯარით ვოლგოგრადის როტორში გაატარა. დავითაშვილს რუბინთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებდა, თუმცა ამ ზაფხულს მხარეებმა მისი გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. 

ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში დღემდე 7 მატჩი აქვს ჩატარებული, გოლი კი ჯერ არ გაუტანია. ტულის არსენალი რუსეთის პრემიერლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველ ტურში 24 ივლისს, სტუმრად, მოსკოვის ლოკომოტივს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები