Thumbnail

'არჩევანი ბუფონის რჩევით გავაკეთე' - დონარუმა პსჟ-ში გადასვლაზე

  • 22 წლის მეკარემ კარიერის პსჟ-ში გაგრძელების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა
  • ჯიჯოს პარიზული კლუბი დადებითად მისმა უფროსმა კოლეგამ დაუხასიათა 

მილანიდან პარი სენ-ჟერმენში ამ ზაფხულს გადაბარგებულმა ჯანლუიჯი დონარუმამ განაცხადა, რომ არჩევანის პარიზულ კლუბზე შეჩერება მას ჯანლუიჯი ბუფონმა ურჩია. 

იტალიის ნაკრების ახალგაზრდა მეკარემ, რომელმაც ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, მილანთან ხელშეკრულების გახანაგრძლივება არ ისურვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით პარი სენ-ჟერმენს შეუერთდა, რომელთანაც 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ამ კლუბის შესახებ კარგი რაღაცები მესმოდა. ველაპარაკე ბუფონს, რომელმაც პსჟ-ში გადასვლა მირჩია. მესაუბრა კლუბის ისტორიაზე, პარიზის სილამაზეზე. მიხარია, რომ მან ეს ყველაფერი მიამბო, რადგან ამან მიბიძგა აქ მოვსულიყავი. ბედნიერი ვარ და ვამაყობ იმით, რომ ამ ბრწყინვალე გუნდის ნაწილი ვარ. ერთად გამარჯვებებისთვის ვიბრძოლებთ", - ამბობს 22 წლის იტალიელი მეკარე, რომლის გადაბირებით ასევე ინტერესდებოდნენ ბარსელონა, იუვენტუსი, რომა, ჩელსი და ტოტენჰემი.

ჯანლუიჯი ბუფონმა პარიზში ერთი წელიწადი გაატარა

იტალიის ნაკრებისა და ტურინის იუვენტუსის ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც პარმაში დაბრუნდა, პარი სენ-ჟერმენში 2018/19 წლების სეზონში თამაშობდა და კლუბთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი და ქვეყნის სუპერთასის მფლობელი გახდა.

ჯანლუიჯი დონარუმა მილანში 2015 წლიდან თამაშობდა და მთავარ გუნდში დებიუტი 16 წლისას ჰქონდა. მან "როსონერიში" ყველა ტურნირზე 251 თამაში ჩაატარა, 2016 წელს კი იტალიის სუპერთასი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები