Thumbnail

NBA-ის დრაფტის წინ The Athletic-მა დრაფტის კანდიდატთა რეიტინგი განაახლა, რომელშიც სანდრო მამუკელაშვილმა დიდი ნახტომი გააკეთა. ჯერ კიდევ 14 ივლისს The Athletic-ის ექსპერტი ჯონ ჰოლინგერი ქართველ კალათბურთელს 70-ე ნომერს აკუთვნებდა. ვინაიდან, დრაფტზე სულ 60 მოთამაშეს ირჩევენ, სანდრო ამ ზონის გარეთ რჩებოდა. 

"კიდევ ერთი საინტერესო მოთამაშე უჩვეულო უნარებით. 210 სმ. სიმაღლის მამუკელაშვილი ბურთს კარგად ატარებს და გუნდელებისთვის შანსების შექმნა შეუძლია. სავარაუდოდ, ის არასაკმარისად ძლიერია ფიზიკურად, რომ ხუთ ნომერზე დადგეს და დაცვაში კარგად ითამაშოს და არასაკმარისად გვაჩვენა, რომ შეუძლია NBA-ს დონეზე 4-ზე დამაჯერებლად ითამაშოს. თუ ამ ორი მოცემულობიდან ერთი მაინც შეიცვლება, ის NBA-ის დონის მოთამაშე გახდება", - წერდა მაშინ ჰოლინგერი.

პრესტიჟული საიტის დრაფტის ახალ რეიტინგში სანდროს უკვე 49-ე პოზიცია უკავია. ეს კი 21-ადგილიანი ნახტომია. ამით მამუკელაშვილი უკვე ხვდება დრაფტის ზონაში. სხვათა შორის, ეს უკვე ტენდენციაა - სანდროს რეიტინგი ბოლო თვის განმავლობაში თითქმის ყველა პრესტიჟულ გამოცემაში გაიზარდა. თითქმის ყველგან ის დრაფტის ზონაში შევიდა. 49-ე ადგილი კი საუკეთესო მაჩვენებელია. სხვათა შორის, 49-ე არჩევანის უფლება ბრუკლინ ნეტს აქვს. ყველამ კარგად იცის, რომ ეს კლუბი ისედაც დაინტერესდა ქართველი ფორვარდით და თვის დასაწყისში ვორქაუთზე მიიწვია. 

📺 სანდრო მამუკელაშვილი Draft combine-ზე

კომენტარები

ბოლო ამბები