Thumbnail

ჭადრაკი | ძაგნიძე და ბაციაშვილი მსოფლიო თასის მერვედფინალში ითამაშებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რუსეთში მიმდინარე ტურნირის მე-4 რაუნდში ორმა ქართველმა მოჭადრაკემ გააღწია
  • მსოფლიო თასზე მომდევნო პარტიები 22-23 ივლისს ჩატარდება, 24-ში კი ტაი-ბრეიკია

რუსეთის ქალაქ სოჭში მიმდინარე მსოფლიო თასის მერვედფინალში გასვლა ორმა ქართველმა მოჭადრაკემ მოახერხა. წარმატებას საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემა და ნინო ბაციაშვილმა მიაღწიეს.

მე-5 ნომრად განთესილმა ძაგნიძემ პირველ წრეში დაისვენა, მეორეში ნიდერლანდელ ჟაოქინ პენგს 2:0 სძლია, მესამეში კი ამერიკელი კარისა იაპი დაამარცხა – 3:1. მე-4 რაუნდში ნანას მეტოქე რუსი პოლინა შუვალოვა (მე-12) იქნება.

მე-11 განთესვის მქონე ბაციაშვილი ტურნირში ასევე მე-2 წრიდან ჩაერთო, სადაც ბერძენი სტავრულა ცოლაკიდუ 1.5:0.5 დაამარცხა, რასაც პოლონელ იოლანტა ზავადსკასთან წარმატებული თამაში (2:0) მიაყოლა, მერვედფინალში კი გაცილებით სერიოზული მეტოქე ელის რუსი ვალენტინა გუნინას სახით.

ნინო ბაციაშვილი ტურნირის მე-4 რაუნდში ითამაშებს

სამწუხაროდ, მსოფლიო თასის გათამაშებას უკვე გამოეთიშნენ ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი, კაცებში ასპარეზობა კი დააასრულეს ბაადურ ჯობავამ, ლუკა პაიჭაძემა და ლევან ფანცულაიამ.

ცნობისთვის, ქალთა მსოფლიოს თასის საპრიზო ფონდი 676 250 დოლარია და ჩემპიონი 50 ათასს მიიღებს, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის პრეტენდენტთა ტურნირის საგზურს კი სამი საუკეთესო მონაწილე კი მიიღებს. მსოფლიო თასის მერვედფინალური პარტიები 22-23 ივლისს შედგება, საჭიროების შემთხვევაში, ტაი-ბრეიკი კი 24 ივლისსა დაგეგმილი.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები