Thumbnail

'აღარ დავმალავ, ვინ ვარ სინამდვილეში' - NHL-ის მოთამაშის 'ქამინგ აუთი'

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნეშვილ პრედატორსის ლუკ პროკოპის 'ქამინგ აუთი'
  • კლუბი და ლიგა 19 წლის ჰოკეისტს მხარს უჭერს

კანადელი ჰოკეისტი ლუკ პროკოპი, რომელსაც NHL-ის კლუბ ნეშვილ პრედატორსთან მოქმედი კონტრაქტი აქვს, პირველია ლიგაში, ვინც საჯაროდ განაცხადა, რომ გეია. 19 წლის მცველი ნეშვილმა 2020 წლის დრაფტის 73-ე ნომრად აირჩია (მესამე რაუნდში). დეკემბერში მან კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონი WHL-ის კალგარი ჰითმენში გაატარა. 

ლუკ პროკოპი: "აღარ მეშინია, აღარ დავმალავ, ვინ ვარ სინამდვილეში. დღეს ამაყი ვარ, რათა შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო - გეი ვარ!
ბავშვობიდან NHL-ში თამაშზე ვოცნებობდი. მჯერა, რომ ეს აღიარება მეტ შანს მომცემს, რომ გავიდე ყინულზე და ავისრულო ოცნება. ვფიქრობ, ჩემი განცხადებით დავეხმარები ყველას, ისინი დაინახავენ, რომ გეი ადამიანები ჰოკეის საზოგადოებაში მიღებულები არიან, რომ ჰოკეი ყველასთვისაა". 

ლუკ პროკოპს უკვე დაუჭირა მხარი ნეშვილმა და NHL-მა. სხვათა შორის, ჩრდლილოეთ ამერიკის ოთხ უდიდეს ლიგაში (NFL, NBA, NHL, MLB), მათი არსებობის მანძილზე, მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როცა მოქმედმა მოთამაშემ ღიად განაცხადა, რომ გეია. პირველი კალათბურთელი ჯეისონ კოლინზი იყო, მეორე ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი კარლ ნასიბი.   

კომენტარები

ბოლო ამბები