Thumbnail

'მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია' - ფაბრიციო რომანო ხვიჩაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ შეკითხვას უპასუხა, თუ რას ფიქრობს ქართველ ფეხბურთელზე. რომანომ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ხვიჩა ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია და მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

"3 თვის წინ ერთ ადამიანს შევხვდი და მან მითხრა: ფაბრიციო, შეხედე ხვიჩა კვარაცხელიას. მე მას ვაკვირდებოდი და შემიძლია ვთქვა, რომ ვინც მას იყიდის, ის გაიფორმებს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს, მან ჩემზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა", - თქვა რომანომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო პერიოდში გერმანულ გლადბახს უკავშირებენ. Sky-ს ცნობით, გერმანული კლუბისგან ინტერესი სერიოზულია და სატრანსფერო ფასიც დაასახელა - 15-20 მილიონი ევრო. თუმცა, მანამდე გლადბახს რომელიმე წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს, რომ ქართველი ფეხბურთელის შესაძენად საკმარისი თანხა ჰქონდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები