Thumbnail

NBA-ის დრაფტამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი დრო რჩება და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალურ დაპირისპირებასთან ერთად, დრაფტი ყველაზე "ცხელი" თემაა საკალათბურთო სამყაროში. მას ამერიკულ მედიაში გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე აშშ-ის ნაკრების მზადებას ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის. 29 ივლისს NBA ბრუკლინის "ბარკლაი ცენტრში" 60 ახალ ვარსკვლავს ირჩევს, რომელთა შორის, შესაძლოა, ორი ქართველი ვიხილოთ - სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი. 

CBS Sports-მა ხუთი ნაკლებად დაფასებული (მედიისა და ექსპერტების მიერ) 5 კანდიდატი შეარჩია, რომელთაც, სავარაუდოდ, მე-2 წრის ბოლოს აირჩევენ, ან 60-ეულში სულაც არ მოხვდებიან, თუმცა NBA-ში კარგი კარიერა ექნებათ. ამაზე ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ CBS მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ასეთი კალათბურთელი 22 წლის სანდრო მამუკელაშვილია.  

3. სანდრო მამუკელაშვილი | 211 სმ | მძიმე ფორვარდი/ცენტრი | სეტონ ჰოლი

2020/21 სტატისტიკა: 17.5 ქულა, 7.6 მოხსნა, 3.2 პასი, 33.6%-სამქულიანები
ადგილი რეიტინგში: 65

რამდენად ხშირად შეხვედრიხართ 611 სანტიმეტრი სიმაღლის კალათბურთელს, გამთამაშებლის ოსტატობით, რომელსაც დაყენებული 3-ქულიანი სროლაც აქვს? ალბათ, ძალზე იშვიათად. მაშინ, როცა მის დაცვით შესაძლებლობებში საფუძვლიანი ეჭვი შეაქვთ, "მამუს" შემტევი პოტენციალი ძალიან მიმზიდველია. 
შესაძლოა, ბევრს არც ის მოეწონოს, რომ ის ბურთს ხშირად კარგავდა, მაგრამ ერთია - მამუკელაშვილი სეტონ ჰოლის შეტევების მთავარი ღერძი იყო, ყველა გზა მასზე გადიოდა და ბურთიც ხშირად მას ჰქონდა. ის შეიძლება გახდეს NBA-ის მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელიც კლუბის მე-2 ხუთეულში დამკვიდრდება და მოედანზე შესვლით შემტევ პოტენციალს გააძლიერებს". 

SPORTS ILLUSTRATED-მა დღეს დრაფტის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. სანდრო მამუკელაშვილი ბოლო, მე-60 პოზიციაზეა. ამ არჩევანის უფლება იუტა ჯაზს ეკუთვნის, სადაც, სხვათა შორის, სანდრომ უკვე ივარჯიშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები