Thumbnail
  • დინამო ბათუმის მეტოქის, ბატე-ს რიგებში სიახლეებია
  • ბორისოვოელებს ორი ახალწვეული ჰყავთ

უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმი ბორისოვოს ბატე-ს დაუპირისპირდება და მატჩამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე ბელარუსულ გუნდში სიახლეებია. ბატე-მ ორი ფეხბურთელი დაიმატა, ერთი - გაუშვა.

ჯერ ახალწვეულებზე ვთქვათ: ბატე-ს დაუბრუნდა ვეტერანი ბელარუსი მცველი მაქსიმ ბორდაჩევი, რომელიც ბორისოვოელთა რიგებში 2009-2013 წლებში თამაშობდა. 35 ფეხბურთელს დიდი გამოცდილება აქვს, რუსეთის პრემიერ-ლიგაში უთამაშია და ბოლოს ჟოდინოს ტორპედოს წევრი იყო. ბელარუსის ნაკრებში მას 53 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

ბატე-ს რიგებში ითამაშებს უკრაინელი გარემარბი დმიტრო იუსოვი. 28 წლის შემტევი ბოლოს ბელაზის ტორპედოში თამაშობდა, ხოლო თავის დროზე, ზაპოროჟიეს მეტალურგისა და კიშინიოვის დაჩიას წევრი იყო. მან უკრაინის 21-წლამდე ნაკრებში 5 მატჩში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.

მაქსიმ სკავიშმა ბატე დატოვა

სამაგიეროდ, ბელარუსის ვიცე-ჩემპიონის შემადგენლობაში აღარ ითამაშებს მაქსიმ სკავიში, რომელიც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო. 31 წლის ფორვარდმა კარიერის სოლიგარსკის შახტიორში გაგრძელება გადაწყვიტა. მან ბელარუსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა და ბატე-სთვის მართლაც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმი ბორისოვოს ბატე-ს 22 ივლისს, ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო ერთი კვირის შემდეგ საპასუხო მატჩი ბელარუსში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები