Thumbnail
  • ბარსელონა 2:3 რეალი (ლეგენდების მატჩი)
  • რეალს რუბენ დე ლა რედმა მოაგებინა

თელ-ავივში ბევრისთვის სანატრელი მატჩი შედგა - ლეგენდების "ელ კლასიკო"! მადრიდის რეალი და ბარსელონა ვეტერანი ფეხბურთელების შემადგენლობით ერთმანეთს საგამოფენო შეხვედრაში დაუპირისპირდნენ.

რეალის რიგებში მოედანზე რუბენ დე ლა რედი, ივან კამპო, ფერნანდო სანცი, ხოსე ამავისკა, პედრო მუნიტისი გავიდნენ, მაგრამ ყველაზე გამორჩეულები ცხადია, ლუიშ ფიგუ და რობერტო კარლოსი იყვნენ. თავის მხრივ, ალბათ, სახელებით, ბარსას შემადგენლობა უფრო ძლიერი იყო: დეკუ, რივალდო, ხავიერ სავიოლა, გაისკა მენდიეტა, რონალდინიო...

რონალდინიომ გოლი ჩვეულ სტილში აღნიშნა

პირველ ტაიმში მოედანზე გამორჩეული სწორედ ბრაზილიელი ლეგენდა გახლდათ. რონალდინიომ პუბლიკას ძველი დრო რამდენჯერმე გაახსენა. მე-19 წუთზე მან საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა და კარშიც დაარტყა, მაგრამ რეალი ძელმა გადაარჩინა. 27-ე წუთზე ხავიერ სავიოლამ პენალტი მოიპოვა, რომელიც რონალდინიომ შეასრულა და ანგარიში გახსნა. ბარსამ ტაიმი 1:0 მოიგო. საგულისხმოა, რომ გუნდებმა არასტანდარტულად, 40-წუთიანი ტაიმები ითამაშეს.

მე-2 ნახევარში რეალმა ქამბექი შეძლო. 4 წუთში "სამეფო კლუბის" ლეგენდებმა წინ გასვლა შეძლეს - პედრო მუნიტისმა გაათანაბრა ანგარიში, ხოლო ალფონსო პერესმა რეალი დააწინაურა.

ბარსამ მალევე გაათანაბრა, საჯარიმოში ტექნიკურად ჟოფრე მატეუმ ითამაშა და მართლაც ლამაზი გოლი გაიტანა.

გადამწყვეტი სიტყვა რუბენ დე ლა რედმა თქვა, რომელმაც თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაიტანა და მადრიდის რეალს ლეგენდების "კლასიკო" მოაგებინა.

ბარსელონა 2:3 რეალი

გოლები: 1:0 რონალდინიო (28-პენ), 1:1 მუნიტისი (42), 1:2 ალფონსო (44), 2:2 მატეუ (59), 2:3 დე ლა რედი (70)

ბარსელონას ლეგენდები: ანგოი (41. გუზმანი), ხუან კარლოსი (41. კოკო), დეჰუ (41. ამორი), ტორტოლერო, არპონი (60. მენდიეტა) - გოიკო (73. ოკუნოვო), მენდიეტა (30. რ. დე ბური), დეკუ - რივალდო, სავიოლა (58. არპონი), რონალდინიო (78. სავიოლა)

რეალის ლეგენდები: კოდინა - ნუნიესი (73. ალექს პერესი), კამპო, სანცი, რობერტო კარლოსი (53. ველასკო) - რივერა, მილა (41. მუნიტისი), დე ლა რედი - ფიგუ (73. რობერტო კარლოსი), ალფონსო (67. მარტინ ვასკესი), ამავისკა

კომენტარები

ბოლო ამბები