Thumbnail

'მჯერა, გამოვჯანმრთელდები' - მილანის დირექტორს ყელის სიმსივნე აქვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ივან გაზიდისს ყელის სიმსივნე დაუდგინდა
  • მილანმა ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა

მილანის გენერალურ დირექტორ ივან გაზიდისს ყელის სიმსივნე დაუდგინეს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიურმა გუნდმა საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

როგორც მილანის განცხადებაშია აღნიშნული, ექიმების პროგნოზით დაავადება განკურნებადია. ოპტიმისტურადაა განწყობილი თვითონ გაზიდისიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ექიმებთან პროფილაქტიკის მიზნით რეგულარულად მისვლა აუცილებელია.

"სიმნივნის დიაგნოზი კარგი არასდროსაა, მაგრამ საბედნიეროდ, განკურნებადი ფორმაა. მაღალი დონის სამედიცინო გუნდში ვარ. დარწმუნებული ვარ, მკურნალობა წარმატებით ჩაივლის და სრულად გამოვჯანმრთელდები. ჩემი დიაგნოზი აჩვენებს რეგულარულად სამედიცინო შემოწმების მნიშვნელობას, თუნდაც სიმპტომები არ გქონდეთ. ყველას ვურჩევ, ჯანმრთელობას დიდი ყურადღება დაუთმონ. მალე შევხვდებით", - თქვა გაზიდისმა.

შეგახსენებთ, რომ ივან გაზიდისი მილანში მუშაობას 2018 წლის დეკემბრიდან შეუდგა, ხოლო მანამდე იგივე თანამდებობა ლონდონის არსენალში ეკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები