Thumbnail

ეკატერინე გორგოძემ ანასტასია ზახაროვა დაამარცხა და მერვედფინალშია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

პოლონეთში საჩოგბურთო ტურნირი Gdynia Open გრძელდება, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ჯერ ორი საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო, რის შემდეგაც 1/16-ფინალურ ასპარეზობაშიც გამარჯვება იზეიმა.

გორგოძემ რუსი ჩოგბურთელი ანასტასია ზახაროვა (256) სამ სეტში დაამარცხა. მან პირველი სეტი ტაიბრეიკზე დათმო, რის შემდეგაც ჯერ 6:3-ით გაათანაბრა და ბოლო სეტში მეტოქე 6:1 გაანადგურა. გორგოძეს მერვედფინალში ამერიკის სახელით მოასპარეზე ვარვარა ლეპჩენკო (154) ელის.

აღსანიშნავია, რომ ეკატერინე გორგოძე და ოქსანა კალაშნიკოვა ამავე ტურნირზე წყვილთა თანრგიში ასპარეზობენ. მათ ერთი მატჩი უკვე მოიგეს და ნახევარფინალში მეტოქეს ელიან. 29 წლის ეკატერინემ WTA-ს ტურნირის ძირითად ბადეში გამარჯვება პირველად მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები