Thumbnail

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარი სენ-ჟერმენი პოლ პოგბას დამატებასთან ძალიან ახლოსაა. 28 წლის ნახევარმცველთან მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიდის და ყველაფერი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს.

თავდაპირველად, პსჟ პოგბას დამატებას 50 მილიონ ევროდ აპირებდა, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედი ფრანგის გაყიდვას 70 მილიონი ევროდან 80 მილიონ ევრომდე აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ პოგბა პარიზულ გუნდში გადავა, იგი ნეიმარისა და კილიან მბაპეს შემდეგ, მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.

პოგბას "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და არსებობს შანსი, ფეხბურთელმა კლუბი მომავალ წელს, იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. სწორედ ამიტომ, თუ მანჩესტერს სურს, რომ პოგბა უფასოდ არ დაკარგოს, ახლავე უნდა გაყიდოს.

პსჟ-მ სატრანსფერო პერიოდი აქტიურად დაიწყო. პარიზელებმა უფასოდ დაიმატეს სერხიო რამოსი, ჯორჯინიო ვეინალდუმი და ჯიჯო დონარუმა, ხოლო 60 მილიონ ევროდ ინტერიდან იყიდეს აშრაფ ჰაკიმი.    

კომენტარები

ბოლო ამბები