Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების 20 წლის ნახევარმცველის ახალი კლუბი ცნობილია
  • ტულის არსენალმა ქართველი ფეხბურთელის დამატების შესახებ გამოაცხადა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კარიერას ტულის არსენალში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს, თუმცა ქართველ ფეხბურთელთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალებზე არაფერს წერს. 

"მივესალმებით ზურიკო დავითაშვილს არსენალში და ვუსურვებთ წარმატებულ თამაშს მეთოფეთა რიგებში", - წერს ტულის არსენალი.

ზურიკო ახალი გუნდის მაისურით

ზურიკო დავითაშვილი დინამო თბილისის აღზრდილია. ნახევარმცველი რუსეთის პრემიერლიგაში 2019 წელს გადაბარგდა და კონტრაქტი ყაზანის რუბინთან გააფორმა. ზურიკომ რუბინის მაისურით ჩატარებულ 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა, გასული სეზონი კი იჯარით ვოლგოგრადის როტორში გაატარა. დავითაშვილს რუბინთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებდა, თუმცა ამ ზაფხულს მხარეებმა მისი გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. 

20 წლის ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული

ტულის არსენალმა, რომლის ღირსებას ბოლო წლებში გია გრიგალავა იცავდა (კონტრაქტი ამ ზაფხულს ამოეწურა), გასულ სეზონში რუსეთის ჩემპიონატში მე-14 ადგილი დაიკავა და გავარდნას გადაურჩა. ზურიკოს ახალი გუნდი 2021/22 წლების პრემიერლიგას 24 ივლისს, სტუმრად მოსკოვის ლოკომოტივთან მატჩით დაიწყებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები