Thumbnail

მადრიდის რეალი ევროლიგის ჩემპიონია, ლუკა დონჩიჩი - ოთხთა ფინალის MVP

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  •  რეალი 85:80 ფენერბაჰჩე
  • დონჩიჩი აქაც გამოარჩიეს

ბელგრადში სტარკ არენაზე ოთხთა ფინალის გადამწყვეტ მატჩში მადრიდის რეალმა 85:80 დაამარცხა შარშანდელი ჩემპიონი სტამბოლის ფენერბაჰჩე და ევროლიგის 2017/18 წლების სეზონის ჩემპიონი გახდა.

► ევროლიგის MVP ლუკა დონჩიჩი გახდა!

ფაბიენ კოზიომ 17 ქულა ჩააგდო, ხოლო ლუკა დონჩიჩმა - 15, ტრეი ტომპკინსის ანგარიშზე 10 ქულაა. დამარცხებულთა რიგებში ნიკოლო მელიმ 28 ქულას მოუყარა თავი, ხოლო ბრედ ვანამეიკერმა 14 ქულა ჩააგდო. ჩააგდო თამაში თურქთა ლიდერმა იან ვესელიმ - 3 ქულა.

რეალი მეათედ გახდა ევროლიგის ჩემპიონი

მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში თურქები თავს ისე გრძნობდნენ, როგორც შინ, რეალის უპირატესობა მესამე მეოთხედში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

გამარჯვებული რეალი

თამაშის დასრულებამდე 24 წამით ადრე ალი მუჰამედმა სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრაც უკიდურესად დაიძაბა - რეალი მხოლოდ 81:78-ს იგებდა. ტომკინსისა და მელის სროლების შემდეგ, ფინალამდე 14 წამით ადრე 83:80 გახდა, მაგრამ კოზიომ ორივე საჯარიმო მშვიდად ჩააგდო. ბოლო შეტევა ფენერბაჰჩესი იყო, მაგრამ კოზიომ კოსტას სლუკას დაუბლოკა და ყველაფერი აქ დასრულდა.

ფინალური ოთხეულის MVP-დ ლუკა დონჩიჩი დასახელდა.

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები