Thumbnail
  • ორშაბათიდან ბაიერნს დიდი გვარის მქონე ფეხბურთელი შეუერთდა
  • არიონ იბრაჰიმოვიჩმა იულიან ნაგელსმანს უნდა უჩვენოს, რა შეუძლია
  • ის 15 წლისაა ძალიან ნიჭიერ და პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევა

მიუნხენის ბაიერნში ძალიან მაგარი საფეხბურთო გვარის მქონე ფეხბურთელი გამოჩნდა - იბრაჰიმოვიჩი!

რეკორდმაისტერის კვირის პირველ ვარჯიშზე, ახალი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის ხელმძღვანელობით სწორედ იბრაჰიმოვიჩმა მიიღო მონაწილეობა, ოღონდ, რა თქმა უნდა, მას ზლატანი არ ჰქვია.

39 წლის შვედ სუპერვარსკვლავთან 15 წლის არიონ იბრაჰიმოვიჩს არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნას არ იმსახურებს - არიონი ძალიან პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნევა. ის შემტევი ნახევარმცველია და ახლა პირველად მიიღო იმის უფლება, რომ ნაგელსმანთან ევარჯიშა.

ბაიერნის 'იბრა' შემტევი ნახევარმცველია

‘ბაიერნელი იბრა’ მიუნხენურ გრანდში 2018 წელს, ნიურნბერგის ბავშვთა გუნდიდან გადავიდა. გასულ სეზონში იგი 14 წლის ასაკში ბაიერნის 17-წლამდელთა გუნდში თამაშობდა - 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. არიონ იბრაჰიმოვიჩს უკვე გერმანიის 16-წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. ის ნახევრად გერმანელი და ნახევრად კოსოვოელია.

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ ნაგელსმანის თვალწინ პირველსავე ვარჯიშში მან საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ვარჯიშის ბოლოს, ორმხრივ მატჩში გოლიც გაიტანა.

იბრაჰიმოვიჩი და ბაიერნის ახალი მცველი უპამეკანო

გაგახსენებთ, რომ წინა სეზონში, გერმანიის ბუნდესლიგაში დორტმუნდის 16 წლის თავდამსხმელ მუკოკოს ჰქონდა დებიუტი. ‘ბაიერნელი იბრა’ კი თავის დებიუტს 11 დეკემბრამდე უნდა დაელოდოს - სწორედ მაშინ გახდება 16 წლის. თუმცა მანამდე ჯერ ძალიან ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. ფაქტია, გვარის გამო (და არა მარტო) უკვე ყურადღების ცენტრშია.

კომენტარები

ბოლო ამბები