Thumbnail

ჭიდაობა | გიორგი გოგრიჭიანი ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ფალავანმა ყველაზე რთული ორთაბრძოლა ნახევარფინალში გადაიტანა
  • ბრინჯაოს მედლის აღების შანსი საქართველოს ნაკრების სამ წევრს აქვს

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრი გიორგი გოგრიჭიანი (65 კგ.) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა და დღეს ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ქართველმა ფალავანმა ესპანელ ფელიპე მილას 10:0 სძლია, ბელარუს იან ნიაძელკას წმინდად აჯობა, ბულგარელი დიანკო დიანკოვი 11:3 გაანადგურა, ყველაზე რთული ორთაბრძოლა კი ნახევარფინალში გადაიტანა, სადაც ირანელ ალი აბას რეზაეიაგოუზგელეს 6:6-ზე დამატებითი მაჩვენებლებით მოუგო. ფინალში გოგრიჭიანის მეტოქე ამერიკელი მეიერ შაპირო იქნება.

გიორგი გოგრიჭიანმა (65 კგ) დაძაბულ ბრძოლაში ოთხქულიანი გდების წყალობით დაამარცხა ირანელი აბას რეზაეიაგოუზგელე და მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალში გავიდან სადაც ამერიკე შაპიროს ხვალ დაეჭიდება.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Monday, July 19, 2021


მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლების აღების შანსი აქვთ რეზო მარსაგიშვილსა (48 კგ.) და თორნიკე სამხარაძეს (80 კგ.), ხოლო ლუკა ღვინჯილია (55 კგ.) ბრძოლას რეპეშაჟში აგრძელებს.

დღესვე ტურნირში ჩაერთვებიან თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დარჩენილი ხუთი წონით კატეგორიის ფალავნები. საქართველოს ღირსებას მალხაზ ხელაია (45 კგ.), თორნიკე ასაბაშვილი (51 კგ.), გიორგი აბულაშვილი (60 კგ.), გიორგი ნათობიძე (71 კგ.) და თამაზ ნიკოლეიშვილი (92 კგ.) დაიცავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები