Thumbnail

1. სერია A | ჯიჯის ბოლო მატჩი იუვეში

ჯანლუიჯი ბუფონი ტურინელ გულშემატკივარს დაემშვიდობა. სერია A-ს 2017/18 წლების სეზონის ჩემპიონმა უკანასკნელი, 38-ე ტურის შეხვედრაში ვერონა მიიღო და 2:1 დაამარცხა. ბებერი ქალბატონის კარში ჯიჯი უკანასკნელად იდგა! ტურინში გატარებული 17 სეზონის შემდეგ მან წასვლა გადაწყვიტა და ვეღარავინ გადაარწმუნა. სად გააგრძელებს ან გააგრძელებს თუ არა საერთოდ კარიერას თამაშის ისტორიაში საუკეთესო მეკარე ჯერ უცნობია. ვრცლად

2. DFB Pokal | აინტრახტმა ბაიერნს ფინალი მოუგო

იუპ ჰაინკესმა სამწვრთნელო კარიერის ბოლო მატჩი თავის მემკვიდრესთან დათმო.
ნიკო კოვაჩმა იუპს დიდებული სამწვრთნელო კარიერის ბოლო შეხვედრაში მარცხი აგემა. ბერლინის ოლიმპიაშტადიონზე, გერმანიის თასის გადამწყვეტ შეხვედრაში, აინტრახტმა სასწაული მოახდინა და სეზონი ტიტულით დაასრულა. ფრანფურტელებმა ქვეყნის უცვლელი ჩემპიონი გუნდის კარში სამჯერ გაიტანეს და მხოლოდ ერთხელ გაუშვეს. მატჩის გმირად ანტე რებიჩი იქცა, აინტრახტი მოპოვებულ ტიტულს თავის ქომაგსაც უნდა უმადლოდეს. ფრანფურტელმა გულშემატკივრებმა მე-12 მოთამაშის როლს თავი წარმატებით გაართვეს. ვრცლად

3. FA Cup | ჩელსი ასოციაციის თასის მფლობელია

ჩელსიმ უძველესი საფეხბურთო ტურნირი - ინგლისის ასოციაციის თასი ისტორიაში მერვედ მოიგო. უემბლიზე გამართულ 147-ე ფინალურ დაპირისპირებაში ანტონიო კონტეს გუნდმა მანჩესტერ იუნაიტედს მინიმალური ანგარიშით სძლია და სეზონი ტიტულით დაასრულა. შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი ედენ აზარი გახდა, ანტონიო კონტემ კი ინგლისში მოპოვებული ტიტულების ჩამონათვალი ორამდე გაზარდა. მაღალი ალბათობით ეს მატჩი იტალიელი სპეციალისტისთვის ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკანასკნელი იყო. ვრცლად

4. La Liga 2 | გიორგი პაპუნაშვილის სუპერმატჩი!

ესპანეთის მეორე დივიზიონში გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსამ ალბასეტე 4:1 გაანადგურა. ლა რომარედაზე შეკრებილმა ქომაგმა გიორგი პაპუნაშვილის ბენეფისი იხილა. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 58 წუთი გაატარა, მეტოქის კარში სამი გოლის გატანა მოახერხა და ერთი საგოლე გადაცემის ავტორიც გახდა. ეს პაპუს მეორე ჰეთ-თრიკია პროფესიულ კარიერაში.  22 წლის ქართველმა ლეგიონერმა ამ სეზონში ლა ლიგა 2-ში მეტოქის კარი 7-ჯერ აიღო! ვრცლად

5. La Liga | ბარსელონამ ანდრეს ინიესტა გააცილა

ლა ლიგის 38-ე ტურში, ბარსელონამ რეალ სოსიედას უმასპინძლა და ბასკური კლუბი მინიმალური სხვაობით - 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი, ბარსას ზამთრის შენაძენმა - ფილიპ კოუტინიომ შორეული, ეფექტური დარტყმით გაიტანა და გუნდს სეზონი გამარჯვებით დაასრულებინა. მატჩი ემოციური გამოდგა ბარსელონას ლეგენდის - ანდრეს ინიესტასთვის, რომელმაც ბარსას ფორმით ბოლო - 674-ე მატჩი ჩაატარა. ბარსასში მეტჯერ მხოლოდ ხავის აქვს ნათამაშები. ლა მასიაში აღზრდილმა, კლუბთან ერთად 4 ჩემპიონთა ლიგა და 9 ლა ლიგა მოიგო! ვრცლად

 

კომენტარები

ბოლო ამბები