Thumbnail

ბოსტონ სელტიკსის საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტს ბრედ სტივენსს მიაჩნია, რომ კლუბმა დრაფტის 45-ე ნომრად აუცილებლად "მაღალი" კალათბურთელი უნდა დაიმატოს. სელტიკსს ცენტრის (და მძიმე ფორვარდის) პოზიციაზე დიდი არჩევანი არ აქვს. ჰორდორდი, ალბათ, კიდევ ერთ სეზონს ითამაშებს ბოსტონში, თუ 2021/22 წლების სეზონამდე არ გაცვალეს. მოზეს ბრაუნი ნამდვილი ტალანტია, მაგრამ კონკურენტები სჭირდება. 

Fansided-ის რენდოლფ ჩარლოტინი დრაფტის 45-ე ნომრად ბოსტონისთვის სამ ვარიანტზე წერს. ჩარლს ბესეისთან და ჯერიკო სიმსთან ერთად საუბარი, სანდრო მამუკელაშვილზეა. 

"სელტიკსის ახალმა თავკაცმა იმე უდოკამ განაცხადა, რომ სურს მისმა გუნდმა ბურთით უკეთ ითამაშოს. ამისთვის კი დრაფტის კანდიდატ "მაღლებში" არ არის უკეთესი ვარიანტი, ვიდრე სანდრო მამუკელაშვილია. უდოკამ თქვა: "ბოდიში ბრედ, მაგრამ 27-ე ადგილი ასისტებში ბოლო სეზონში ძალიან ცუდია, მეტი გუნდური თამაში გვმართებს". 

როგორი გრძელი გვარიც აქვს, ისეთი სრულია მისი შეტევითი შესაძლებლობების ჩამონათვალი. სპურტის დროს სანდროს გამთამაშებლად შეუძლია თამაში. უნდა ნახოთ, როგორ მიაქვს ბურთი დაცვითი მოხსნის შემდეგ, მას შეუძლია თანაგუნდელის სასროლ პოზიციაზე გაყვანა. მამუკელაშვილს შეუძლია ნახევარი მოედანი გადალახოს და თანაგუნდელს კარგი პასი მისცეს, ან თავადვე დაასრულოს შეტევა ორივე ხელით. ეს უჩვეულოა "მაღლისთვის", მამუკელაშვილი კი ამ ყველაფერს შეუფერხებლად აკეთებს.

მამუკელაშვილი არც სამიანების სროლას ერიდება, თუმცა 33%-ზე უკეთესი სიზუსტე კარგი იქნებოდა. მისი დაცვითი უნარებიც შეზღუდულია. თან ის სენიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულ პოტენციალამდე, მას ბევრი არც აქვს მოსამატებელი. მაგრამ თუ ის შეძლებს პროდუქტიულად თამაშს სკამიდან, მამუკელაშვილი გუნდში თავის ადგილს იპოვის". 

66 მოთამაშე ვორქაუთზე

დრაფტამდე სულ ცოტა დრო რჩება - 29 ივლისს ბრუკლინში ცერემონიალი გაიმართება, სადაც NBA-ის კლუბები 60 ახალ კალათბურთელს აირჩევენ. The Atlanta Journal-Constitution-ის ინფორმაციით, ამ დრაფტზე რეკორდი ატლანტა ჰოუკსს ეკუთვნის, რომელმაც უკვე 66 კალათბურთელი გამოსცადა უშუალოდ. სხვათა შორის, ამ სიაში არის, როგორც სანდრო მამუკელაშვილი, ისე გიორგი ბეჟანიშვილი. ატლანტას დრაფტზე მე-20 და 48-ე ნომრები აქვს.  

კომენტარები

ბოლო ამბები