Thumbnail

გერმანული fussballtransfers.com-ის ინფორმაციით, მიონხენგლადბახის ბორუსიამ უკვე შეიგულა ორი გარემარბი, რომელთაც ამ ზაფხულში შეიძენს. საუბარია ხვიჩა კვარაცხელიასა და ფრანგ რომეინ ფავრზე. 

"გლადბახის სპორტული დირექტორი მაქს ებერლი ჯერ უფულოდაა, ამიტომ ფეხბურთელების შოფინგით ვერ კავდება. გუნდმა ჯერ რომელიმე ვარსკვლავი უნდა გაყიდოს, რომ ახალი ფეხბურთელები შეიძინოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ებერლს გეგმები არ აქვს. ორი პოტენციური ახალწვეული უკვე ეკონტაქტა კლუბს. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ კლუბმა სწრაფად იმოქმედოს, როგორც კი ამის საშუალება გაჩნდება".

გერმანული SkySport-ის ინფორმაციით, 23 წლის ფავრში, რომელიც ბრესტში თამაშობს, კლუბი €10-15 მილიონს გადაიხდის, 20 წლის ქართველი კი ბორუსიას 15-20 მილიონი დაუჯდება. 

ვინ შეიძლება გაყიდოს გლადბახმა? პირველ რიგში ეს მარცხენა შემტევი მარკუს ტურამია. ლილიან ტურამის 23 წლის შვილს "ტრანსფერმარკტი" 35 მილიონ ევროდ აფასებს. 

📺 ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები წინასასეზონო მატჩებში

კომენტარები

ბოლო ამბები